განახლდა:03:01:34 AM GMT

ბანერი

„პლასტიკატის სუპი“

ელ-ფოსტა ბეჭდვა
წაკითხულია 2299 ჯერ   
ტექსტის ზომა Larger Font Smaller Font

1997 წელს იახტით სეირნობის დროს ოკეანოლოგმა ჩარლზ მურმა აღმოაჩინა ნაგვის კუნძული. აღმომჩენი ვარაუდობს რომ მთელი პლანეტის იქ თავმოყრილი ნაგავი 100 მილიონი ტონაა, რომლის ძირითადი ნაწილიც ხომალდებიდან და ხმელეთიდან

ნაგვის კუნძული ამერიკის შეერთებულ შტატების ტერიტორიას აღემატება, რომელიც ერთ ადგილას არის გაჩერებული, კალიფორნიიდან ჰავაის კუნძულების გავლით იაპონიამდე აღწევს. ამ ნაგვის კუნძულს კი მეცნიერები „პლასტიკატის სუპს“ უწოდებენ.

2004 წლიდან ნაგვის კუნძული სამჯერ გაიზარდა, მეცნიერები თავდაპირველად ფიქრობდნენ რომ ნაგვის კუნძულზე გავლაც კი შეიძლებოდა რადგან საკმაოდ მყარია თუმცა ეს აზრი მცდარია რადგანაც წყალში მოხვედრილი ნაგავი დროთა განმავლობაში იხრწნება და ლპება, ასევე ნაგავში არის სხვადასხვა სახის ტექნიკური მასალები, ლითონები, რომლებიც ერთმანეთთან ქიმიურ რეაქციაში შედის და ამის შედეგად ნაგვის მასა ბლანტი ხდება.

გაეროს მონაცემებით, ასეთი ნარჩენების შედეგად იხოცება წელიწადში მილიონი წყლის ფრინველი, ასევე 100 ათასი ზღვის ძუძუმწოვარა ცხოველი, რომლის კუჭებში პოულობენ შპრიცებს, სანთლებს და ა.შ.

საშიშროებას წარმოადგენს ჰავაის კუნძულებისთვის, მცირე წყალქვეშა ბიძგის, ოკეანის ძლიერი ღელვის დროს შესაძლებელია „პლასტიკატის სუპმა“ ადგილმდებარეობა შეიცვალოს და კუნძულების სანაპიროები დაფაროს.

ასევე ამ ნაგვის მასა საშიშია ადამიანებისათვის რადგან ზღვის პროდუქტების მეშვეობით პლასტიკური გრანულები მათ თეფშებზეც ხვდება.

Share

კომენტარები 

0 # pauk 2010-02-11 03:07  
mere visi damsaxurebaa :D :D :D ox es amerika :D :D :D ციტირება
 
0 # Goga 2009-04-14 22:52  
რაგაც მეეჭვება რო მაგხელა იტყოს :-? ციტირება
 

დააკომენტარეთ




         

უსაფრთხოების კოდი
განახლება

ბანერი