ამ იაპონურმა თანამგზავრმა საჰარის საშინელ უდაბნოში აღბეჭდა არაჩვეულებრივი პეიზაჟები – იქ არაა არც მცენარეები, არც წყალი. სამაგიეროდ იქ ჭეშმარიტად გასაოცარი ლანდშაფტებია. ესაა ქვის მთები (მუქი ფერის), მარილოვანი ველები (თეთრი ფერის). ხოლო სურათზე აღბეჭდილი ყვითელი უსწორმასწორობები (მარჯბენა ზედა კუთხეში) – ქვიშის უდაბნო მეხეჯიბატია, მცირე დიუნების კონგლომერატი. უდაბნოს ფართობი – დაახლოებით 9 მილიონი კმ2-ია, მსოფლიოში სიდიდით მეხუთე სახელმწიფოს ბრაზილიის ტერიტორიაც კი მასზე პატარაა.
ბოლო გამოკვლევების შედეგების თანახმად, 6 ათასი წლის წინ უდაბნოს ტერიტორიაზე ხეები იზრდებოდა, იყო მდინარეები და ტბები. ხოლო დაახლოებით 2700 წლის წინ, უკვე ყველაფერი გახმა.

















კომენტარები