Iphone lpus Ltd, მცირე კომპანიამ, რომელიც საქართველოში Apple-ს პროდუქტების არალიცენზირებული გაყიდვებითაა ცნობილი, 2500 ზე მეტი აიფადი და 12500 აიფოუნი გაყიდა. ამ პროდუქტების საერთო ღირებულება 20 მილიონი ლარია, რომელიც Hamaki LLC – ს საკუთრება უნდა ყოფილიყო. ეს კომპანია Aპპლე- ს ოფიციალურ დილერს წარმოადგენს და პროდუქციის შემოტანის ოფიციალური უფლება აქვს.
Iphone lpus Ltd – ბაზარზე შემოსვლის პირველივე დღეს, 19 აპრილს, 35 აიფოუნი გაიყიდა, ხოლო პირველი 10 დღის განმავლობაში - 250. მას შემდეგ კომპანიამ 2500 ერთეულზე მეტი აიფოუნი გაყიდა.
აიფადების ოფიციალური გაყიდვები საქართველოში, ისევე როგორც რიგ ქვეყნებში, როგორებიცაა: ავსტრია, ბელგია, ჰონგ კონგი, ირლანდია, ლუქსემბურგი, მექსიკა, ჰოლანდია, ახალი ზელანდია და სინგაპური, 23 ივლისს დაიწყო.
“გაყიდვები, როგორც დაგეგმილი იყო 23 ივლისიდან დაიწყო. ფასები 833 აშშ დოლარიდან იწყება და პროდუქცია კარგად იყიდება,” განაცხადა Hamaki LLC – ს წარმომადგენელმა, დავითაშვილმა.
Iphone lpus Ltd – ში, აიფადზე შემდეგნაირი ფასებია: 16 გბ+WiFi – 1549 ლარი, 32 გბ+WiFi – 1749 ლარი.
იმ ფაქტის მიუხედავად, რომ საქართველოში ოფიციალურად მობილურ ოპერატორებს აიფოუნები არ შემოაქვთ და არც Orange გავრცელების შემთხვევებია, Iphone lpus Ltd – სკარგად მუშაობს, წლიური ბრუნვით – 25 მილიონი აშშ დოლარი.
კომპანიის მიერ გაყიდული აიფოუნებისა და აიფადების რაოდენობამ 15 000 მიაღწია. აიფადების გაყიდვებმა 2500 გადააჭარბა, აიფოუნისა კი – 12 500, საიდანაც 3500 ცალი 32გბ, 3500 -16 გბ, და 5500 – 8 გბ – იანი აიფოუნია.
“Iphone plus უახლესი თაობის ტექნოლოგიებს ყიდის. ახლახანს, გაყიდვაში გამოვიტანეთ აიფოუნ 4. მიუხედავად მაღალი ფასისა – 5555 ლარი, ქართულ ბაზარზე ამ პროდუქტზე მოთხოვნა მაინც მაღალია. უფრო მეტიც, მომხმარებელს ვთავაზობთ მესამე თაობის უახლეს 8 გეგაბაიტიან აიფოუნებსაც, მხოლოდ 1499 ლარად,” განაცხადა Iphone lpus Ltd – ს დირექტორმა, მამუკა მარგიშვილმა.
აღნიშნულ კომპანიაში პროდუქცია სხვადასხვა ქვეყნდებიდან შემოდის, როგორებიცაა, მაგალითად: იტალია, იაპონია, ინგლისი, ამერიკა და ჩინეთი.
“ქართველ მომხმარებელს ძალიან მოსწონს Apple-ს პროდუქცია. მომავალში მეტი პროდუქციის შემოტანას ვგეგმავთ. ჩვენი პროდუქტი თანამედორვე და მაღალხარისხიანია,” განაცხადა მარგიშვილმა.
Iphone plus – მა ბიზნესი ს გაფართოება ჭავჭავაძის გამზირზე ახალი მაღაზიის გახსნით დაიწყო. შემდეგი მაღაზიის გახსნა კი, ბათუმში იგეგმება.
“ ამჟამად ჩვენი კოლექტივი 17 ადამიანისგან შედგება. მომავალში მეტ ადამიანს დავიქირავებთ, რამეთუ ბიზნესი ს გაფართოებას ვგეგმავთ. უნდა აღვნიშნო, რომ ანაზღაურება საკმაოდ მაღალია. კონსულტანტების ხელფასი 800 იდან 1200 ლარამდეა,” განაცხადა მარგიშვილმა.
“Iphone Ltd უამრავ ლიცეზიის შეთანხმებასა და წესს არღვევს,” განაცხადა დავითაშვილმა.
“მსგავს კომპანიებში, პროდუქციით არალიცენზირებული ვაჭრობა, დაუშვებელია აპპლე – სთვის. ადრე თუ გვიან Iphone plus პასუხისმგებელი იქნება წესების დარღვევისთვის,” აღნიშნა მან.
“აიფოუნის დისტრიბუციისთვის საჭიროა რომ საქართველოში მის შემოტანაზე Aპპლე – ს რომელიმე ადგილობრივი მობილური ოპერატორი შეუთანხმდეს.” განაცხადა Hamaki-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ნატალია დავითაშვილმა.
“კიდევ ერთი შესაძლებლობა ლიცენზირებული პროდუქციის შემოსატანად, არის რომელიმე ევროპული ან ამერიკული კომპანია, რომელსაც უკვე გაფორმებული აქვს ხელშეკრულება აპპლე – თან. სწორედ ასეთი გზით მოხდა აიფოუნების ლეგალურად გაყიდვა სომხეთში.
“ქვეყანაში მობილური კომუნიკაციის ინდუსტრია ყველაზე განვითარებული და მაღალ ინვესტირებადი სექტორია. რადგან სერიოზული საერთაშორისო ოპერატორი – მაგთიკომი წინ მიდის მაღალი სიჩქარის ინტერნეტ ტექნოლოგიებში, როგორიცაა 3G, LTE და EVDO, შეგვიძლია მოველოდეთ აიფოუნისა და სხვა მსგავსი სმარტფონების ხილვას ბაზარზე,” განაცხადა მაგთიკომის დირექტორმა, დევიდ ლიმ.
“ სანამ არალეგალური გაყიდვები ასეთი ხელმისაწვდომია, ეს პრობლემა იარსებებს,” აღნიშნა ლიმ.
“Apple-სთვის საქართველო ძალიან მცირე ბაზაარს წარმოადგენს და კვლავ განიხილება საბჭოთა ქვეყნად,” განაცხადა დავითაშვილმა.
ქეთი ჩხიკვაძეგაზეთიthe Financial
















