დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ჯეკ დორსიმ საკუთარი წარმოების ფორმირების შესახებ ისაუბრა: „ხუთი წლის წინ ჩვენ დავიწყეთ Twitter-ს წერა. რვა დღის შემდეგ პირველი „ტვიტი“ გაიგზავნა“.
ვებ-გვერდი ინტერნეტის მომხმარებლებს მოკლე გზავნილებზე თვალყურის (ტექსტურ ფორმატში) შესაძლებლობას აძლევს. ისინი ავტომატურად ჩნდება ყოველ ჯერზე, როდესაც კი მომხმარებელი Twitter -ში საკუთარ გვერდს ხსნის.
Facebook-ზე ნაკლები, მაგრამ MySpace-ზე ორჯერ მეტი
გზავნილების გაცვლის სერვისის შექმნის იდეა, რომელიც მხოლოდ 140 სიმბოლოს მოიცავს (თავდაპირველად ის მობილური მოწყობილობებისთვის იყო განსაზღვრული) თავში ჯეკ დორსის მოუვიდა, როდესაც ის ე.წ. პოდკასტებით დაკავებულ კომპანია Odeo-ში Twitter-ის კიდევ ორ დამფუძნებელთან ბიზ სტოუნთან და ევან ვილიამსთან ერთად მუშაობდა.
მას შემდეგ Twitter (ინგლისურად „ჭიკჭიკი“) მნიშვნელოვნად გაფართოვდა და დღეს 200 მილიონი მომხმარებელი ჰყავს, რაც Facebook-ის მაჩვენებელზე მნიშვნელოვნად ნაკლებია (500 მილიონზე მეტი მომხმარებელი), მაგრამ ორჯერ მეტია ვიდრე სოციალური ქსელის პიონერის MySpace-ის მომხმარებლის რიცხვი.
დღეს Twitter-ს ურთიერთობის ერთ-ერთ ძირითად ინსტრუმენტად მიიჩნევენ, იქნება ეს სტიქიური უბედურებების თუ მასობრივი სახალხო გამოსვლების დროს, რომელმაც თეირანის ხელისუფლება შეარყია, დაამხო ტუნისის პრეზიდენტი ბენ ალი და ეგვიპტის ლიდერი ჰოსნი მუბარაქი.
„მე ყოველთვის ვეუბნებოდი ჩვენს თანამშრომლებს, რომ თუკი Twitter-ის პროექტი ტრიუმფით დასრულდებოდა, ეს დიდწილად არა ტექნოლოგიური, არამედ ადამიანური ტრიუმფი იქნებოდა“ – ამბობს ბიზ სტოუნი.
100-150 მილიონი დოლარის ბრუნვა
ფინანსური თვალსაზრისით, ვებ-გვერდი დიდი ხნის განმავლობაში უპირატესობას გაფართოვებას და პოპულარობას ანიჭებდა და არა ფულს. ერთი წლის წინ, კომპანიამ შემოსავლების მიღება დაიწყო სპონსორების მიერ დაფინანსებული გზავნილების რეკლამიდან, თუმცა მოგება ჯერ კიდევ არა აქვს.
მიუხედავად ამისა, მის პოპულარობას ძალიან აფასებენ ინვესტორები, რომლებსაც წილის შეძენა ისეთ არაოფიციალურ ბაზრებზე შეუძლიათ, როგორიცაა SecondMarket. პრესის ბოლო ინფორმაციით, წარმოების ღირებულება 4.5-დან 10 მილიარდ დოლარამდეა, მაშინ როდესაც მისი ბრუნვა მარტო წელს შეფასებულია 100-დან 150 მილიონ დოლარამდე.
Twitter-ის ირგვლივ მუდმივად ვრცელდება ხმები, რომ ის ბირჟაზე გააქვთ ან მას Google ან Facebook ყიდულობენ, თუმცა ყველა ამ ხმას მოგვიანებით უარყოფენ ხოლმე.
[1] პოდკასტი – რადიო ან ტელეპროგრამის ციფრული ჩანაწერი, რომლის გადმოწერაც შეიძლება ინტერნეტიდან.
AFPforeignpress.ge















