განახლდა:03:01:34 AM GMT

ბანერი

"სონი" ბოდიშს იხდის

ელ-ფოსტა ბეჭდვა
წაკითხულია 1258 ჯერ   
ტექსტის ზომა Larger Font Smaller Font

კომპანია სონის ხელმძღვანელობამ ბოდიში მოუხადა მომხმარებელს ჰაკერების მიერ „Play Station“-ის ქსელის უსაფრთხოების გარღვევის გამო, რომლის შედეგადაც კომპანიის მილიონობით მომხმარებლის ინფორმაცია დაუცველი დარჩა.

დღეს ტოკიოში გამართულ პრესკონფერენციაზე სონის პრეზიდენტის მოადგილემ კაცუო ჰირაიმ ჰაკერების მოქმედებას კრიმინალური აქტი უწოდა და განაცხადა, რომ ამ მოქმედებამ არა მხოლოდ სონის მომხმარებელი, არამედ მთლიანად კომპიუტერული თამაშების ინდუსტრია დააზარალა.

სონიმ “Play Station”-ის ქსელი მთელი მსოფლიოს მასშტაბით 20 აპრილს ჰაკერების მიერ განხორციელებული თავდასხმის შემდეგ გათიშა. ქსელი კვლავ გამორთულია, სონი კი ამერიკის, ბრიტანეთის, ავსტრალიისა და ჰონ კონგის ინტერნეტ უსაფრთხოების კომპანიებთან მუშაობს ქსელში არსებული სისუსტეების აღმოსაფხვრელად.

ამერიკის ხმა
ვაშინგტონი
Share

დააკომენტარეთ




         

უსაფრთხოების კოდი
განახლება

ბანერი