ჩინეთის ქალაქ შანხაიში დასრულებულ მსოფლიოს თასის მე-4 ეტაპზე მშვილდოსნობაში საქართველოს ქალთა ნაკრებმა მე-4 ადგილი დიაკავა. ქართველ მშვილდოსანთა სამეული (ქრისტინე ესებუა, ხათუნა ნარიმანიძე, ნათია ცინცაძე) მერვედფინალში მე-14 შედეგით გავიდა და მე-3 რეიტინგის მქონე აშშ-ს გუნდს, რომლის ერთ-ერთი წევრი ხათუნა ქვრიშვილია 216:211 სძლია.
ნამგალაურმა მშვილდოსნებს გამარჯვება მიულოცა
საბერძნეთი - საქარველო 1:1. ქეცბაია კარაისკაკისზე დაუმარცხებელია
3 სექტემბერს საქართველოს ნაკრები ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის სასტარტო მატჩში ბერძნებს პირეოსში "გეორგიოს კარაისკაკისზე" დაუპირისპირდა და 1:1 ეთამაშა. ქეცბაიას გუნდმა საბერძნეთიდან უმნიშვნელოვანესი ქულა წამოიღო. გასული სეზონის დასაწყისში თემურ ქეცბაია "ოლიმპიაკოსის" მთავარი მწვრთნელი გახლდათ და სტადიონ "გეორგიოს კარაისკაკისზე" მასპინძელი იყო, გუშინ კი პირეოსის მთავარ სარბიელს სტუმრის რანგში ეწვია და საქართველოს ეროვნული ნაკრების დამრიგებლის რანგში ყველაზე მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია - "გეორგიოს კარაისკაკისზე" კი არც ამჯერად წააგო. (მის ხელში ”ოლიმპიაკოსი საერთოდ არ დამარცხებულა).
ყაზბეგი საერთაშორისო მარათონს უმასპინძლებს
საქართველოს მძლეოსნობის ფედერაციისა და ტურიზმის დეპარტამენტის ერთობლივი ორგანიზებით, დღეს ყაზგებში საერთაშორისო მარათონი გაიმართება.
მიხეილ სააკაშვილი საქართველოს კალათბურთის ნაკრების წევრებს შეხვდა
მიხეილ სააკაშვილი საქართველოს კალათბურთის ნაკრების წევრებს შეხვდა და მათ მიღწეული წარმატებებისთვის მადლობა გადაუხადა.მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ქართული კალათბურთი აშკარად პროგრესს განიცდის, ხალხსაც იმედი ჩაესახა, თუმცა მთავარი საბოლოო გამარჯვებაა.
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად გაისადაც იბრძოლებს
საქართველოს ნაკრებმა ბულგარეთს 94:83 მოუგო და ჩ- ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა. მართალია, იგორ კოკოშკოვის გუნდი ევროპის ჩემპიონატზე ვერ მოხვდა, მაგრამ ამის შანსი გაისადაც ექნება. ჩვენი ნაკრების ჯგუფში მეორე ადგილზე გასვლა კი ბელგიელების მიერ პოლონეთის ნაკრების ძლევამაც განაპირობა.
ლადო ვარძელაშვილმა ძიუდოისტებს ტოკიოში წარმატება უსურვა
30 აგვისტოს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი, მოადგილე დავით ნამგალაურთან ერთად,
საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას 80:57 მოუგო
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა პორტუგალიურ ფაფეში გამართულ ევროპირველობის მორიგ შესარჩევ მატჩში მასპინძელთა ნაკრები იოლად 80:57 დაამარცხა.
ერთი გამარჯვება და ერთი მარცხი შავი ზღვის თასზე
24 აგვისტოს რაბში "შავი ზღვის თასის" გათამაშება დაიწყო, რომელსაც ლოკომოტივის სტადიონი მასპინძლობს.
შავი ზღვის თასი 24 აგვისტოს დაიწყება
24 აგვისტოდან 5 სექტემბრის ჩათვლით, თბილისი პირველ საერთაშორისო საკლუბო ტურნირის უმანსპინძლებს რაგბიში.
გვერდი 1 დან 23















