განახლდა:05:30:35 AM GMT

>>> სპორტი კალათბურთი
ბანერი

მიხეილ სააკაშვილი საქართველოს კალათბურთის ნაკრების წევრებს შეხვდა

ელ-ფოსტა ბეჭდვა

მიხეილ სააკაშვილი საქართველოს კალათბურთის ნაკრების წევრებს შეხვდა და მათ მიღწეული წარმატებებისთვის მადლობა გადაუხადა.მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ქართული კალათბურთი აშკარად პროგრესს განიცდის, ხალხსაც იმედი ჩაესახა, თუმცა მთავარი საბოლოო გამარჯვებაა.

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად გაისადაც იბრძოლებს

ელ-ფოსტა ბეჭდვა

საქართველოს ნაკრებმა ბულგარეთს 94:83 მოუგო და ჩ- ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა. მართალია, იგორ კოკოშკოვის გუნდი ევროპის ჩემპიონატზე ვერ მოხვდა, მაგრამ ამის შანსი გაისადაც ექნება. ჩვენი ნაკრების ჯგუფში მეორე ადგილზე გასვლა კი ბელგიელების მიერ პოლონეთის ნაკრების ძლევამაც განაპირობა.

საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას 80:57 მოუგო

ელ-ფოსტა ბეჭდვა

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა პორტუგალიურ ფაფეში გამართულ ევროპირველობის მორიგ შესარჩევ მატჩში მასპინძელთა ნაკრები იოლად 80:57 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრებმა A დივიზიონი პოლონეთის 84:65 დაამარცხებით გახსნა

ელ-ფოსტა ბეჭდვა

 

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის 2011 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი დამაჯერებელი გამარჯვებით დაიწყო.
იგორ კოკოშკოვის გუნდმა ჩ ჯგუფის პირველ შეხვედრაში პოლონეთის ნაკრებს თბილისის სპორტის სასახლეში უმასპინძლა და 19 ქულის სხვაობით - 84:65  დაამარცხა.
შესარჩევი ციკლის მომდევნო მატჩს საქართველოს ნაკრები 5 აგვისტოს ბელგიასთან სტუმრად გამართავს. შეგახსენებთ, რომ ჩ ჯგუფში საქართველოს, პოლონეთის, ბულგარეთის, ბელგიისა და პორტუგალიის ეროვნული ნაკრებები გამოდიან.
ფოტო - თამუნა ყულუმბეგაშვილი
სამინისტროს პრესსამსახური

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის 2011 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი დამაჯერებელი გამარჯვებით დაიწყო.

ფაჩულიამ "ატლანტას" "ჩიკაგოსთან" ქულა და 4 მოხსნა მიაშველა

ელ-ფოსტა ბეჭდვა

15 წუთში 1 ქულა, 1 ჩაჭრა, 1 დაფარება და 4 მოხსნა – აი, ზაზა ფაჩულიას მონაგარი ამ გამთენიისას გამართულ მატჩში, რომელიც ქართველი ცენტრის გუნდმა „ატლანტამ“ 118:83 მოუგო „ჩიკაგო ბულსს“.

გვერდი 1 დან 2

ბანერი