განახლდა:03:01:34 AM GMT

>>> სპორტი კალათბურთი ფაჩულიამ "ატლანტას" "ჩიკაგოსთან" ქულა და 4 მოხსნა მიაშველა
ბანერი

ფაჩულიამ "ატლანტას" "ჩიკაგოსთან" ქულა და 4 მოხსნა მიაშველა

ელ-ფოსტა ბეჭდვა
წაკითხულია 644 ჯერ   
ტექსტის ზომა Larger Font Smaller Font

15 წუთში 1 ქულა, 1 ჩაჭრა, 1 დაფარება და 4 მოხსნა – აი, ზაზა ფაჩულიას მონაგარი ამ გამთენიისას გამართულ მატჩში, რომელიც ქართველი ცენტრის გუნდმა „ატლანტამ“ 118:83 მოუგო „ჩიკაგო ბულსს“.

შეხვედრის ბედი მესამე მეოთხედში გაირკვა, როცა ატლანტელების უპირატესობამ 30 ქულას მიაღწია და შემდეგ სათადარიგოთა ჯერიც დადგა. გამარჯვებულის ვინაობა ცნობილი იყო და ორივე გუნდმა მოედანზე სამარქაფოები შეუშვა. ასეთი სცენარის მატჩშიც კი არ მოინახა ქართველი ცენტრისთვის მის საშუალო სათამაშო დროზე მეტი – ზაზა ყველა მატჩში შედის შეცვლაზე, ხოლო ამჯერად "ატლანტას" ისეთმა მოთამაშეებმა მიიღეს მატჩში მონაწილეობა, რომლებიც საერთოდ არ გამოდიან ხოლმე მოედანზე – ჯეისონ კოლინსი და რენდოლფ მორისი.

ფაჩულიამ 15 წუთში მხოლოდ ერთხელ შეუტია თამაშიდან, მაგრამ არაზუსტად, ხოლო ის 1 ქულაც საჯარიმოს ხაზიდან შეიმატა.

ამ გამარჯვებამ ატლანტელებისთვის საკუთარ სამხრეთ–აღმოსავლეთ დივიზიონში არაფერი შეცვალა – „ქორები“ ისევ „ორლანდოს“ ზურგსუკან არიან. რაც შეეხება აღმოსავლეთის კონფერენციას, ფაჩულიას გუნდმა ამ დილას ჰიუსტონში წამგებ ლებრონ ჯეიმსის „კლივლენდს“ გადაუსწრო და აღმოსავლეთში მესამე ადგილე გამაგრდა.

მომდევნო მატჩს ატლანტელები კანადაში, „ტორონტოს“ წინააღმდეგ ზეგ გამთენიისას ჩაატარებენ.

 

 

საქართველოს
კალათბურთის ფედერაცია
www.gbf.ge
Share

დააკომენტარეთ




         

უსაფრთხოების კოდი
განახლება

ბანერი