ედი კასტილსის შეგირდებმა ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვეს, საქართველოს ნაკრებს კი მეორე ადგილზე გასვლის შანსი მისცეს, რაც ცუდი შედეგი ნამდვილად არ გახლავთ. როგორც მოსალოდნელი იყო ქართველი კალათბურთელები ბურთების ცუდმა სხვაობამ აზარალა, რის გამოც, ჯგუფების გამარჯვებულებს - მონტენეგროს, დიდ ბრიტანეთსა და ბელგიას ლიტვაში, შესაბამისად, A და B ჯგუფების მეორეადგილოსნები ისრაელი და მაკედონია დაემატნენ, იგორ კოკოშკოვის შეგირდებს კი მომავალ აგვისტოს დამატებით მინი-ტურნირში თამაში მოუწევთ. სამწუხაროდ, ფიბა-ს ოფიციალურ საიტზე ჯერაც არ არის განმარტებული, ფლეი ოფში გასული ექვსი ნაკრები (უარესი მეორეადგილოსანი, სამივე მესამეადგილოსანი და ორი საუკეთესო მეოთხედგილოსანი) სამეულებად როგორ დაიყოფა, ამდენად, ჩვენც მხოლოდ ვარაუდის გამოთქმა შეგვიძლია.
გასული წლების გამოცდილების გათვალისწინებით, საქართველოს ნაკრები, როგორც მეორეადგილოსანი გუნდი, წესით, მეოთხეადგილოსნებთან - ბოსნია-ჰერცეგოვინასთან და პოლონეთთან ერთად უნდა მოხვდეს, მეორე ჯგუფი კი მესამეადგილოსნებმა - იტალიამ, უკრაინამ და ბულგარეთმა უნდა დააკომპლექტონ.
ჯგუფებში გუნდები მიმოსვლით ითამაშებენ, მათი გამარჯვებულები კი ფინალში, ასევე შინ და გარეთ, ევროპის ჩემპიონატის ბოლო საგზურის მფლობელის ვინაობას გაარკვევენ. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ ეს მხოლოდ ვარაუდია, თუმცა, საქართველოს ნაკრებს, როგორც მეორე ადგილზე გასულ გუნდს წესით გარკვეული უპირატესობა ერგება და იმედია ეს ნამდვილად იქნება გათვალისწინებული.
A დივიზიონში დასარჩენად კი ლატვიის, ფინეთის, უნგრეთის და პორტუგალიის ნაკრებები ითამაშებენ.
ევროპის 2011 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი კალათბურთში.
A დივიზიონი
A ჯგუფი
- იტალია - ისრაელი 71:79
- მონტენეგრო - ლატვია 96:66
- ფინეთი - მონტენეგრო 60:74
- ლატვია - იტალია 69:68
- ისრაელი - ლატვია 110:88
- იტალია - ფინეთი 82:73
- მონტენეგრო - იტალია 71:62
- ფინეთი - ისრაელი 84:83
- ლატვია - ფინეთი 87:67
- ისრაელი - მონტენეგრო 77:73
- ისრაელი - იტალია 76:81
- ლატვია - მონტენეგრო 84:90
- იტალია - ლატვია 109:93
- მონტენეგრო - ფინეთი 91:71
- ფინეთი - იტალია 83:85
- ლატვია - ისრაელი 56:92
- ისრაელი - ფინეთი 85:71
- იტალია - მონტენეგრო 72:71
- ფინეთი - ლატვია 90:93
- მონტენეგრო - ისრაელი 79:69
- მონტენეგრო.................6...2...645:561...14
- ისრაელი........................5...3...671:603...13
- იტალია..........................5...3...630:615...13
- ლატვია..........................3...5...636:722...11
- ფინეთი...........................1...7...599:680.....9
B ჯგუფი
- უნგრეთი - დიდი ბრიტანეთი 82:91
- უკრაინა - მაკედონია 58:71
- ბოსნია-ჰერცეგოვინა - უკრაინა 86:76
- მაკედონია - უნგრეთი 78:44
- დიდი ბრიტანეთი - მაკედონია 104:96 (ოტ.)
- უნგრეთი - ბოსნია-ჰერცეგოვინა 74:70
- უკრაინა - უნგრეთი 80:71
- ბოსნია-ჰერცეგოვინა - დიდი ბრიტანეთი 80:84
- დიდი ბრიტანეთი - უკრაინა 90:76
- მაკედონია - ბოსნია-ჰერცეგოვინა 70:56
- დიდი ბრიტანეთი - უნგრეთი 66:64
- მაკედონია - უკრაინა 71:55
- უკრაინა - ბოსნია-ჰერცეგოვინა 87:69
- უნგრეთი - მაკედონია 85:82
- ბოსნია-ჰერცეგოვინა - უნგრეთი 73:64
- მაკედონია - დიდი ბრიტანეთი 75:56
- უნგრეთი - უკრაინა 83:75
- დიდი ბრიტანეთი - ბოსნია-ჰერცეგოვინა 94:85
- უკრაინა - დიდი ბრიტანეთი 75:66
- ბოსნია-ჰერცეგოვინა - მაკედონია 83:71
- დიდი ბრიტანეთი...............6...2...651:633...14
- მაკედონია...........................5...3...614:541...13
- უკრაინა................................3...5...582:607...11
- ბოსნია-ჰერცეგოვინა.......3...5....602:620...11
- უნგრეთი..............................3...5...567:615...11
C ჯგუფი
- საქართველო - პოლონეთი 84:65
- პორტუგალია - ბულგარეთი 59:67
- პოლონეთი - პორტუგალია 86:64
- ბელგია - საქართველო 74:64
- პორტუგალია - ბელგია 69:78
- ბულგარეთი - პოლონეთი 74:70
- საქართველო - პორტუგალია 73:57
- ბელგია - ბულგარეთი 74:69
- ბულგარეთი - საქართველო 79:83
- პოლონეთი - ბელგია 93:73
- ბულგარეთი - პორტუგალია 103:64
- პოლონეთი - საქართველო 67:58
- საქართველო - ბელგია 63:86
- პორტუგალია - პოლონეთი 85:84 ოტ.
- პოლონეთი - ბულგარეთი 75:71
- ბელგია - პორტუგალია 68:63
- ბულგარეთი - ბელგია 92:81
- პორტუგალია - საქართველო 57:80
- საქართველო - ბულგარეთი 94:83
- ბელგია - პოლონეთი 70:67
- ბელგია.................. 6...2...604:580...14
- საქართველო....... 5...3...599:568...13
- ბულგარეთი.......... 4...4...638:600...12
- პოლონეთი........... 4...4...607:579...12
- პორტუგალია....... 1...7..518:639.....9

















