გარიგების თაანხა და იმ ინვესტიციების მოცულობა, რომელიც ფეხბურთის ფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა კლუბში უნდა განახორციელოს, არ სახელდება. მერაბ ჟორდანიას მიზანი კი მომდევნო სამი წლის განმავლობაში გუნდის ჩემპიონობამდე მიყვანაა. ასევე ცნობილია, რომ დღეისათვის კლუბი სერიოზულ ფინანსურ პრობლემებს განიცდის.
"ტელეგრაფისთვის" მიცენულ ინტერვიუში მერაბ ჟორდანია უარყოფს, რომ რაიმე სახის კავშირი შეიძლება არსებობდეს ამ გარიგებასა და მის მეგობრობასთან რუს მილიარდერ რომან აბრამოვიჩთან,რომელიც ინგლისური "ჩელსის" მეპატრონეა. ჟორდანიას თქმით, "ვითესი" არც "ჩელსის" და არც რომელიმე სხვა კლუბის დანამატად არ იქცევა.
"არ შემიძლია დაგისახელოთ ინვესტიციის კონკრეტული მოცულობა, მაგრამ გუნდის გაძლიერებაში ჩაიდება იმდენი თანხა, რამდენიც საჭირო იქნება" – აცხადებს ჟორდანია.
რადიო "კომერსანტი"FM 95.5

















კომენტარები
ფეხებზე დაიკიდე საქართველოს ფეხბურთი და ჰოლანდიაში აბანდებ.რისი ღირსი ხარ ასეთი
უსიდისო, შენც კარგად იცი, მაგრამ სადაა პატრონი!?… ციტირება