თემურ ქეცბაის გუნდს სლოვენიასთან სტუმრად ამხანაგური მატჩის მოგებამ 27 სარეიტინგო ქულა მოუტანა, თუმცა ადგილების მხრივ ძალიან დიდი წინსვა არ არის.
საქართველოსა და პოლონეთის ეროვნულ ნაკრებებს 449 ქულა აქვთ და 73-ე ადგილს იყოფენ. საინტერესოა, რომ შარშან ამ დროს საქართველოს ნაკრები ფიფა-ს რეიტინგში 122-ე ადგილზე იყო 202 ქულით. ასე რომ, წლის განმავლობაში თემურ ქეცბაიას გუნდმა 247 ქულა შეიმატა და 49 ადგილით მაღლა აინაცვლა.
რეიტინგს კი მსოფლიოს ჩემპიონი ესპანეთი ლიდერობს მიუხედავად იმისა, რომ ნოემბერში "ფურია როხამ" პორტუგალიასთან ამხანაგური შეხვედრა 0:4 წააგო. აქვე გთავაზობთ რეიტინგის მოწინავე ოცეულს და ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში საქართველოს ნაკრების მეტოქეთა პოზიციებს.
1 (1). ესპანეთი - 1887
2 (2). ჰოლანდია - 1723
3 (4). გერმანია - 1485
4 (3). ბრაზილია - 1446
5 (5). არგენტინა - 1338
6 (6). ინგლისი - 1195
7 (7). ურუგვაი - 1152
8 (8). პორტუგალია - 1090
9 (10). ეგვიპტე - 1078
10 (9). ხორვატია - 1075
11 (11). საბერძნეთი - 1016
12 (12). ნორვეგია - 995
13 (13). რუსეთი - 982
14 (14). იტალია - 965
15 (16). ჩილე - 950
16 (17). განა - 908
17 (15). სლოვენია - 897
18 (24). აშშ - 867
18 (21). საფრანგეთი - 867
20 (18). სლოვაკეთი - 854
................................................................
50 (45). ისრაელი - 551
73 (78). საქართველო - 449
78 (73). ლატვია - 440
164 (169). მალტა - 64
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური
















