განახლდა:03:01:34 AM GMT

>>> სპორტი ფეხბურთი ჯანო ანანიძის პირველი გოლი ევროთასებზე
ბანერი

ჯანო ანანიძის პირველი გოლი ევროთასებზე

ელ-ფოსტა ბეჭდვა
წაკითხულია 863 ჯერ   
ტექსტის ზომა Larger Font Smaller Font

საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ მოსკოვის „სპარტაკის" შემადგენლობაში ევროთასებზე პირველი გოლი გაიტანა. ევროპის ლიგის 1/16-ფინალური ეტაპის პირველ მატჩში, მოსკოვის „სპარტაკმა", შვეიცარიული „ბაზელი" სტუმრად 3:2 დაამარცხა, ანანიძემ კი საჯარიმო დარტყმით დამატებით დროში მესამე გადამწყვეტი გოლი გაიტანა.

18 წლის ფეხბურთელი, მოედანზე მე-2 ტაიმის დასაწყისში შევიდა, როდესაც მისი გუნდი 0:2 მარცხდებოდა. ანანიძემ მოსკოველთა თამაში გამოაცოცხლა, „სპარტაკმა" ანგარიში გაათანაბრა, ხოლო შეხვედრის მე-2 დამატებულ წუთზე, დაახლოებით 21 მეტრიდან, ძალზე ზუსტი დარტყმით, ანანიძემ გუნდს გამარჯვება მოუტანა.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა
სამინისტროს პრესსამსახური
Share

დააკომენტარეთ




         

უსაფრთხოების კოდი
განახლება

ბანერი