განახლდა:03:01:34 AM GMT

>>> სპორტი ფეხბურთი თემურ ქეცბაიამ შემადგენლობა დაასახელა
ბანერი

თემურ ქეცბაიამ შემადგენლობა დაასახელა

ელ-ფოსტა ბეჭდვა
წაკითხულია 973 ჯერ   
ტექსტის ზომა Larger Font Smaller Font

თემურ ქეცბაიამ შემადგენლობა დაასახელა.

27 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა - თემურ ქეცბაიამ იმ 24 ფეხბურთელების ვინაობა დაასახელა, ვინც 11 ნოემბერს მოლდოვას ნაკრებთან ამხანაგური მატჩისთვის მოემზადება.

ეროვნული ნაკრები საწვრთნელ შეკრებას 7 ნოემბერს, ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" დაიწყებს. მოლდოვას ნაკრების წინააღმდეგ ამხანაგური მატჩი კი, 11 ნოემბერს, "მიხეილ მესხის" სახელობის სტადიონზე, 18:00 საათზე დაიწყება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები:

  • ნუკრი რევიშვილი ("ანჟი", რუსეთი),
  • გიორგი ლორია ("დინამო" თბილისი),
  • კონსტანტინე სეფიაშვილი ("გაგრა")

მცველები:

  • ზურაბ ხიზანიშვილი ("ქაისერისპორი", თურქეთი),
  • უჩა ლობჟანიძე ("კრივბასი", უკრაინა),
  • ალექსანდრე ამისულაშვილი ("კრასნოდარი", რუსეთი),
  • გურამ კაშია ("ვიტესი", ჰოლანდია),
  • გია გრიგალავა ("ვოლგა", რუსეთი),
  • ალექსანდრე კვახაძე ("მეტალურგი", რუსთავი),
  • აკაკი ხუბუტია ("სამსუნსპორი", თურქეთი),
  • კახაბერ ალადაშვილი ("ზესტაფონი")

ნახევარმცველები:

  • მურთაზ დაუშვილი ("ზესტაფონი"),
  • ალექსანდრე გურული ("კარპატი", უკრაინა),
  • ირაკლი მაისურაძე ("მეტალურგი", რუსთავი),
  • შოთა გრიგალაშვილი ("ზესტაფონი"),
  • დათო კვირკველია ("პანიონიოსი", საბერძნეთი),
  • გიორგი განუგრავა ("ლომბარდ პაპა", უნგრეთი),
  • თორნიკე გორგიაშვილი ("ზესტაფონი"),
  • ჯანო ანანიძე ("სპარტაკი" მოსკოვი, რუსეთი)

თავდამსხმელები:

  • ვლადიმერ დვალიშვილი ("მაქაბი" ჰაიფა, ისრაელი),
  • ოთარ მარცვალაძე ("კრასნოდარი", რუსეთი),
  • ლევან მჭედლიძე ("ემპოლი", იტალია),
  • ნიკოლოზ გელაშვილი ("ზესტაფონი"),
  • დიმიტრი ტატანაშვილი ("მეტალურგი", რუსთავი)

მთავარი მწვრთნელი: თემურ ქეცბაია

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს
პრესსამსახური
Share

დააკომენტარეთ




         

უსაფრთხოების კოდი
განახლება

ბანერი