განახლდა:05:30:35 AM GMT

>>> სპორტი ძიუდო
ბანერი

ქართველი ძიუდოისტები 2012 წლის სეზონს ყაზახეთის მასტერსით დაიწყებენ

ელ-ფოსტა ბეჭდვა

altქართველი ძიუდოისტები 2012 წლის სეზონს მასტერსში მონაწილეობით იწყებენ. ყაზახეთის ქალაქ ალმატიში 14-15 იანვარს გასამართ შეჯიბრში ასპარეზობის უფლებას საერთაშორისო ფედერაცია მხოლოდ მსოფლიო რეიტინგის 16 საუკეთესოს აძლევს. 

ცირეკიძის პერსონალური ბრინჯაო ტოკიოდან

ელ-ფოსტა ბეჭდვა

ძიუდოში ქართველმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ირაკლი ცირეკიძემ ტოკიოში გამართულ დიდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. იგი პერსონალურად იყო მიწვეული იაპონიის დედაქალაქში.

სამბისტების წარმატება ევროპის ჩემპიონატზე სპორტის სამინისტროში შეფასდა

ელ-ფოსტა ბეჭდვა

საქართველოს სამბისტთა ნაკრებმა 13-14 მაისს, სოფიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე 1 ოქროს, 2 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

2 ვერცხლი და 2 ბრინჯაო ევროპის ჩემპიონატიდან

ელ-ფოსტა ბეჭდვა

თურქეთის დედაქალაქ სტამბულში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში ქართველმა ძიუდოისტებმა 2 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ჩემპიონატის პირველ დღეს ბეთქილ შუკვანის (60 კგ) ვერცხლის მედალს, 23 აპრილს ლომერ ჟორჟოლიანმა (100 კგ) ასევე ვერცხლის, ვარლამ ლიპარტელიანმა (90 კგ) და ირაკლი ცირეკიძემ (100 კგ) კი ბრინჯაოს მედლები მიამატეს. ჩემპიონატი 24 აპრილს გუნდური ტურნირით დასრულდება.

ძიუდოისტები გრან-პრიზე სამეულს მიღმა დარჩნენ

ელ-ფოსტა ბეჭდვა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა 19-20 თებერვალს, გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში ჩატარებული საერთაშორისო ტურნირი - გრან-პრი უმედლოდ ჩაამთავრა. შეჯიბრში მონაწილეობა 9 ქართველმა მიიღო და მათ შორის საუკეთესო შედეგი ამირან პაპინაშვილმა (60 კგ) და ვარლამ ლიპარტელიანმა (90 კგ) აჩვენეს - მეოთხედფინალში დამარცხდნენ და იმის გამო, რომ გრან-პრიზე რეპეშაჟის წესი არ მოქმედებს, პირდაპირ მე-5 ადგილები დაიკავეს.

ირაკლი ცირეკიძე ნაკრებს დიუსელდორფში უბრუნდება

ელ-ფოსტა ბეჭდვა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები 19-20 თებერვალს, დიუსელდორფში ჩასატარებელ მსოფლიოს გრან-პრიზე 9-კაციანი შემადგენლობით გამოვა.

ქართველმა ძიუდოისტებმა თბილისის მსოფლიო თასი 2 ოქროს, 1 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედლით დაასრულეს

ელ-ფოსტა ბეჭდვა

თბილისის სპორტის სასახლეში დასრულდა მსოფლიო თასი ძიუდოში, სადაც 26 ქვეყნის 200-მდე ძიუდოისტი იღებდა მონაწილეობას. საქართველოს ნაკრების წევრებმა 4 მედალი მოიპოვეს - 2 ოქრო, 1 ვერცხლი და 1 ბრინჯაო.

ძიუდოისტებმა ახალი ნაკრების კანდიდატები გამოავლინეს

ელ-ფოსტა ბეჭდვა

სპორტის სასახლეში დასრულდა საქართველოს ჩემპიონატი ძიუდოში. ორდღიანი შეჯიბრის მეორე დღეს ჩემპიონ-პრიზიორები ბოლო-ოთხ წონით კატეგორიაში - 81, 90, 100 და +100 კილოგრამებში გამოვლინდნენ.

ძიუდოში საქართველოს ჩემპიონები სამ წონაში გამოვლინდნენ

ელ-ფოსტა ბეჭდვა

სპორტის სასახლე ძიუდოში საქართველოს ჩემპიონატს მასპინძლობს. ორდღიანი ტურნირის პირველ დღეს - 18 ნოემბერს ჩემპიონ-პრიზიორები პირველ სამ წონით კატეგორიაში - 60, 66 და 73 კილოგრამებში გათამაშდა.

გვერდი 1 დან 10

ბანერი