განახლდა:03:01:34 AM GMT

>>> სპორტი ძიუდო ლადო ვარძელაშვილმა ახალგაზრდა ძიუდოისტებს გამარჯვება მიულოცა
ბანერი

ლადო ვარძელაშვილმა ახალგაზრდა ძიუდოისტებს გამარჯვება მიულოცა

ელ-ფოსტა ბეჭდვა
წაკითხულია 938 ჯერ   
ტექსტის ზომა Larger Font Smaller Font

4 აგვისტოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ძიუდოს აკადემიას ეწვია და საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრების წევრებსა და მათ მთავარ მწვრთნელ სოსო ლიპარტელიანს პრაღის „ევროპის თასზე" წარმატებას მიულოცა.

 

 

ახალგაზრდა ძიუდოისტებმა ჩეხეთის დედაქალაქში 31 ივლის-1 აგვისტოს გამართულ საერთაშორისო ტურნირზე 3 ოქროს, 2 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს და გუნდური პირველი ადგილი დაიკავეს.ჩემპიონები  ლაშა შავდათუაშვილი (66 კგ), ბეთქილ აფრასიძე (73 კგ) და ავთანდილ ჭრიკიშვილი (81 კგ) გახდნენ, ოთარ კაიდარაშვილი (55 კგ) და შმაგი ლაგაზაური (60 კგ) ვერცხლს დასჯერდნენ. გიორგი ნოზაძე (90 კგ) კი ბრინჯაოს მფლობელი გახდა.

ლადო ვარძელაშვილი:"16-17 წლის წინ ამ კომპლექსში ვვარჯიშობდი და მაშინ არანაირი პირობები არ არსებობდა. ამჟამად კი ყველა პირობაა შექმნილი, რათა სპორტსმენები უმაღლეს დონეზე მოემზადონ. შედეგებიდან ჩანს, რომ ძიუდოში ძალიან კარგი თაობა მოდის და ეს ახალგაზრდები სამომავლოდ ძირითად ნაკრებშიც მოიკიდებენ ფეხს.

მადლობა ახალგაზრდული გუნდის მთავარ მწვრთნელ სოსო ლიპარტელიანს და უშუალოდ ძიუდოისტებს "ევროპის თასზე" წარმატებულად გამოსვლისთვის. წინ ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებია და იმედია მათზეც ღირსეულად იასპარეზებთ. სპორტის სამინისტროს მხრიდან მაქსიმალური მხარდაჭერა გექნებათ".გიორგი ალექსიძე:"მადლობა მინისტრს ჩვენთან მობრძანებისთვის, სპორტსმენებს კი წარმატებული გამოსვლისთვის.

ვულოცავ ახალგაზრდებს "ევროპის თასზე" წარმატებულად ჭიდაობას. ეს პირველი ნაბიჯი იყო. მეორე-მესამე ნაბიჯები ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებია, რომლებიც სექტემბერ-ოქტომბერში უნდა გაიმართოს".

სოსო ლიპარტელიანი: "ნაკრების დაკომპლექტების პროცესი მაისის ბოლოს, საქართველოს ჩემპიონატით დაიწყო. გამოიკვეთნენ უმთავრესი კანდიდატები, რომელთაც 3 საერთაშორისო ტურნირზე მივეცი თავის გამოჩენის შანსი. პრაღის "ევროპის თასის" შემდეგ კი ევროპის ჩემპიონატზე დასაყენებელი შემადგენლობა თითქმის ბოლომდე დაკომპლექტდა. გამონაკლისი მხოლოდ 90 კილოგრამი წონითი კატეგორია და მძიმე წონაა.

შიდა კონკურენციის ლიდერებს დარჩენილი მოსამზადებელი შეკრებები გამოაჩენს. 11 აგვისტოს ბაკურიანში ჩავალთ და ფიზიკურ მომზადებაზე გავამახვილებთ ყურადღებას. გადამწყვეტ შეკრებას კი 1 სექტემბრიდან, დუშეთში გავივლით".ახალგაზრდულ ევროპირველობას 17-19 სექტემბერს სოფია უმასპინძლებს. 21-24 ოქტომბერს კი მაროკოში მსოფლიოს ჩემპიონატი გაიმართება.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა
სამინისტროს პრესსამსახური
Share

დააკომენტარეთ




         

უსაფრთხოების კოდი
განახლება

ბანერი