განახლდა:02:24:27 PM GMT

>>> სპორტი ძიუდო ლადო ვარძელაშვილმა ძიუდოისტებს ტოკიოში წარმატება უსურვა
ბანერი

ლადო ვარძელაშვილმა ძიუდოისტებს ტოკიოში წარმატება უსურვა

ელ-ფოსტა ბეჭდვა
წაკითხულია 654 ჯერ   
ტექსტის ზომა Larger Font Smaller Font

30 აგვისტოს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი, მოადგილე დავით ნამგალაურთან ერთად,

დიღომში მდებარე შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ძიუდოს აკადემიას ესტუმრა და საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ვარჯიშს დაესწრო. მინისტრი ძიუდოისტებს, მათ მთავარ მწვრთნელსა და ფედერაციის წარმომადგენლებს გაესაუბრა და ნაკრების წევრებს წარმატებები უსურვა.

 

9-13 სექტემბერს ტოკიო მიმდინარე სეზონის უმთავრეს შეჯიბრს - მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლებს. ქართველი ძიუდოისტები კი იაპონიაში ჩემპიონატის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე, 2 სექტემბერს ჩავლენ. საქართველოს ნაკრების სახელით ტატამზე 15 ძიუდოისტი გავა.

ლაშა გუჯეჯიანი (საქართველოს ნაკრების წევრი):"სრულყოფილი მოსამზადებელი კურსი გავიარეთ და ჩემპიონატს საკმაოდ კარგ კონდიციებში ვხვდებით. პირადად მე, ვფიქრობ, რომ ასე კარგ ფორმაში აქამდე არასოდეს ვყოფილვარ. ამას ვარჯიშებზეც ვგრძნობ და საკონტროლო შეხვედრებისასაც. დანარჩენი კი ტოკიოში გამოჩნდება".

ვარლამ ლიპარტელიანი (საქართველოს ნაკრების წევრი):"დასკვნითი თბილისური შეკრება თითქმის მთლიანად გამიცდა. ბორჯომული ვარჯიშებისას ტრავმა მივიღე. როგორც აღმოჩნდა, სერიოზული არაფერია. მოტეხილობას გადავურჩი, მხოლოდ მყესები დამეჭიმა და სავარაუდოდ უახლოეს დღეებში სრული დატვირთვით შევძლებ ვარჯიშს. თუ ამ ერთკვირიან პერიოდს არ ჩავთვლით, მთელი მოსამზადებელი ციკლი კარგად გავიარე და ვფიქრობ, ეს მცირე ტრავმიანობა ხელს არ შემიშლის".

ამირან ტოტიკაშვილი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი):"მსოფლიოს ჩემპიონატისთვის გუნდმა 3 მოსამზადებელი ეტაპი გაიარა. პირველ ეტაპს ბაკურიანმა უმასპინძლა, შემდეგ ბორჯომში ვივარჯიშეთ და ბოლოს თბილისში შევკრიბე ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა. აღსანიშნავია ასევე ბელარუსული შეკრება, რომელშიც ჩვენს გარდა მონაწილეობა 18 ქვეყნის ნაკრებმა მიიღო. ერთობლივი ვარჯიშები ბიჭებისთვის ძალიან სასარგებლო იყო. ისინი ამ ეტაპზე მაქსიმალურად არიან მზად, უმაღლესი მიზნებისთვის იბრძოლონ. პროგნოზების გაკეთება არ მიყვარს. შედეგს ჩემპიონატი დაგვანახებს".

ლადო ვარძელაშვილი:"წინ უმნიშვნელოვანესი ჩემპიონატი გველის. პირველად ხდება, რომ მონაწილე ქვეყანას თითო წონით კატეგორიაში ორი სპორტსმენის გამოყვანის უფლება ეძლევა და ამრიგად, იაპონიაში საქართველოს ნაკრებიც გაფართოებული შემადგენლობით იჭიდავებს. უფრო მეტ ქართველ ძიუდოისტს მიეცემა მსოფლიოში თავის წარმოჩენის შანსი და შესაბამისად, სანერვიულოც იზრდება. იმედია ჩვენი ბიჭები დაკისრებულ ამოცანას თავს კარგად გაართმევენ. სპორტის სამინისტროს მხრიდან კი მხარში დგომა არასოდეს მოაკლდებათ. ნაკრებს სრულყოფილად მოსამზადებლად ყველა პირობა შევუქმენით. საპრიზო ადგილებზე გასული სპორტსმენები კი ტრადიციულად, ფულად პრემიებს მიიღებენ".

 

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

 

60 კგ

 

დავით ასუმბანი

ამირან პაპინაშვილი

 

66 კგ

 

მინდია ხომიზური

შალვა ქარდავა

 

73 კგ

 

ზაზა კედელაშვილი

ნუგზარ ტატალაშვილი

 

81 კგ

 

ლევან წიკლაური

გიორგი შინჯიკაშვილი

 

90 კგ

 

ვარლამ ლიპარტელიანი

მინდია ბოდაველი

 

100 კგ

 

ირაკლი ცირეკიძე

ლევან ჟორჟოლიანი

 

+100 კგ

 

ლაშა გუჯეჯიანი

ადამ ოქრუაშვილი

 

აბსოლუტური – ალექსანდრე მსხალაძე

 

სპორტის სამინისტროს პრესსამსახური

 

Share

დააკომენტარეთ




         

უსაფრთხოების კოდი
განახლება

ბანერი