განახლდა:03:01:34 AM GMT

>>> სპორტი ძიუდო ირაკლი ცირეკიძე მსოფლიო ჩემპიონატზე მომხდარი ინციდენტის დეტალებზე არ საუბრობს
ბანერი

ირაკლი ცირეკიძე მსოფლიო ჩემპიონატზე მომხდარი ინციდენტის დეტალებზე არ საუბრობს

ელ-ფოსტა ბეჭდვა
წაკითხულია 972 ჯერ   
ტექსტის ზომა Larger Font Smaller Font

ირაკლი ცირეკიძე ტოკიოში, მსოფლიო ჩემპიონატზე მომხდარის დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა ამბობს, რომ ტატამზე გასასვლელად მზად იყო.

ამის შესახებ იაპონიის დედაქალაქიდან დაბრუნებულმა სპორტსმენმა წუხელ, აეროპორტში განაცხადა. "ჩემი მიზანი იყო ჩემპიონატზე მომზადებული ჩავსულიყავი. თუმცა, მოხდა ისე, რომ დაგვიანების გამო ჩემპიონატს გამოვეთიშე. მიზეზებზე ფედერაციის წარმომადგენლები ისაუბრებენ", - აღნიშნა ცირეკიძემ.

ძიუდოისტის მწვრთნელის, ამირან ტიტიკაშვილის მტკიცებით კი, ცირეკიძის ტატამზე გასაყვანად მან ყველაფერი გააკეთა და სპორტსმენი შესაბამისად ჩაცმული რომ ყოფილიყო, არ დააგვიანებდნენ.

მომხდარის ზუსტი მიზეზების დადგენას ძიუდოს ფედერაციის აღმასკომის სხდომა შეეცდება, რომელიც უახლოეს დღეებში შეიკრიბება. დამნაშავეებისათვის მკაცრი სანქციების დაწესებაზე საუბრობს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი.

ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი ირაკლი ცირეკიძე ტოკიოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატს შეხვედრაზე დაგვიანების გამო 9 სექტემბერს გამოეთიშა.

ტურნირიდან გამოთიშვამდე ირაკლი ცირეკიძე წარმატებით ასპარეზობდა. მან პირველი ორი შეხვედრა გამარჯვებით დაასრულა.

საინფორმაციო სააგენტო
"ინტერპრესნიუსი"
Share

დააკომენტარეთ




         

უსაფრთხოების კოდი
განახლება

ბანერი