სოსო ლიპარტელიანის გუნდი თურქულ ტატამზე 7-კაციანი შემადგენლობით გავიდა და მხოლოდ 2 შეხვედრა ჩაატარა. ნაკრებმა ოქრო-ვერცხლის შანსი პირველსავე მეტოქესთან - სამხრეთ კორეასთან დაკარგა - 2:3. რეპეშაჟში კი რუსეთს ვერ აჯობა, 1:4 დამარცხდა და სამეულს მიღმა დარჩა.
მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონები იაპონელები გახდნენ. ფინალში მათ ბრაზილიელებს სძლიეს.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსპრესსამსახური
















