ოქროს მედლებს გიორგი ბაინდურაშვილი (81 კგ), ლაშა გურული (90 კგ), ლევან ჟორჟოლიანი (100 კგ) და ზვიად ხანჯალიაშვილი (+100 კგ) დაეუფლნენ.
ფინალში ბაინდურაშვილმა პაატა ღვინიაშვილი დაამარცხა, გურულმა - საბა გავაშელიშვილი, ჟორჟოლიანმა - დავით ლორიაშვილი, ხოლო ხანჯალიაშვილმა - ადამ ოქრუაშვილი. მესამე საპრიზო ადგილები 81 კილოგრამში დავით კარბელაშვილმა და ავთანდილ ჭრიკიშვილმა დაიკავეს, 90-ში - არჩილ შინჯიკაშვილმა და გიორგი ცოციაშვილმა, 100-ში - რევაზ ჩიკოიძემ და კონსტანტინე მუკვანმა, მძიმე წონაში კი - ნოდარ მეტრეველმა და ვახტანგ ზოიძემ.
საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე 2 ოქროს, 2 ვერცხლისა და 5 ბრინჯაოს მედლის დამგროვებელი ქვემო ქართლის რეგიონალური გუნდი გავიდა, მეორეზე - კახეთი (2 ოქრო, 2 ვერცხლი), ხოლო მესამეზე - მცხეთა-მთიანეთი (1 ოქრო, 1 ვერცხლი, 1 ბრინჯაო).
ჩემპიონ-პრიზიორები საქართველოს ნაკრებში დასამკვიდრებლად ბრძოლას საერთაშორისო ტურნირებზე გააგრძელებენ. საუკეთესოებით დაკომპლექტდება შემადგენლობა, რომელიც 2011 წლის ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებში იასპარეზებს.
ძიუდო საქართველოს ჩემპიონატი. სპორტის სასახლე, მე-2 დღე
19 ნოემბერი
81 კგ
- 1 გიორგი ბაინდურაშვილი (მცხეთა მთიანეთი)
- 2 პაატა ღვინიაშვილი (შიდა ქართლი)
- 3 ავთანდილ ჭრიკიშვილი (ქვემო ქართლი)
- 3 დავით კარბელაშვილი (შიდა ქართლი)
90 კგ
- 1 ლაშა გურული (იმერეთი)
- 2 საბა გავაშელიშვილი (კახეთი)
- 3 არჩილ შინჯიკაშვილი (ქვემო ქართლი)
- 3 გიორგი ცოციაშვილი (მცხეთა მთიანეთი)
100 კგ
- 1 ლევან ჟორჟოლიანი (ქვემო ქართლი)
- 2 დავით ლორიაშვილი (ქვემო ქართლი)
- 3 კონსტანტინე მუკვანი (ქვემო ქართლი)
- 3 რევაზ ჩიკოიძე (თბილისი)
+100 კგ
- 1 ზვიად ხანჯალიაშვილი (კახეთი)
- 2 ადამ ოქრუაშვილი (მცხეთა მთიანეთი)
- 3 ნოდარ მეტრეველი (შიდა ქართლი)
- 3 ვახტანგ ზოიძე (აჭარა)

















