წარუმატებლად დაუბრუნდა საერთაშორისო არენას ირაკლი ცირეკიძე (100 კგ). ოლიმპიურმა და მსოფლიოს ჩემპიონმა გერმანულ ტურნირზე მხოლოდ ერთი შეხვედრის მოგება შეძლო. წინასწარ ეტაპებზევე დამარცხდნენ დავით ასუმბანი (60 კგ), ნუგზარ ტატალაშვილი (73 კგ), ავთანდილ ჭრიკიშვილი, ლევან წიკლაური (ორივე 81 კგ), ზვიად ხანჯალიაშვილი და ნოდარ მეტრეველიც (+100 კგ). გერმანიიდან საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ავსტრიელი პიტერ ზაიზენბახერის ხელმძღვანელობით იაპონიაში გაემგზავრება, სადაც 18-დღიან მოსამზადებელ შეკრებას გაივლის.
ძიუდო. გრან-პრი. დიუსელდორფი. 19-20 თებერვალი
60 კგ
- 1 ჰიროაკი ჰირაოკა (იაპონია)
- 2 ჯინ-მინ იანგი (სამხრეთ კორეა)
- 3 ბოლდბაატარ განბატი (მონღოლეთი)
- 3 ელიო ვერდე (იტალია)
- 5 ამირან პაპინაშვილი (საქართველო)
66 კგ
- 1 მასააკი ფუკუოკა (იაპონია)
- 2 იუნ-ჰო ჩო (სამხრეთ კორეა)
- 3 სერგეი დრებო (უკრაინა)
- 3 მიხაილ პულიაევი (რუსეთი)
73 კგ
- 1 დირკ ვან ტიჩელტი (ბელგია)
- 2 კიოში უემაცუ (ესპანეთი)
- 3 იოსებ პალელაშვილი (ისრაელი)
- 3 იუკი ნიშიამა (იაპონია)
81 კგ
- 1 ტრევის სტივენსი (აშშ)
- 2 მურატ ხაბაჩიროვი (რუსეთი)
- 3 ელნურ მამადლი (აზერბაიჯანი)
- 3 არსენ პშმახოვი (რუსეთი)
90 კგ
- 1 მარკუს ნიმანი (შვედეთი)
- 2 რომენ ბუფე (საფრანგეთი)
- 3 მასაში ნიშიამა (იაპონია)
- 3 ვადიმ სინიავსკი (უკრაინა)
- 5 ვარლამ ლიპარტელიანი (საქართველო)
100 კგ
- 1 მაქსიმ რაკოვი (ყაზახეთი)
- 2 დიმიტრი პეტერსი (გერმანია)
- 3 იევგენის ბოროდავკო (ლატვია)
- 3 ლუკაშ კრპალეკი (ჩეხეთი)
+100 კგ
- 1 ანდრეას ტოლცერი (გერმანია)
- 2 კეიჯი სუძუკი (იაპონია)
- 3 რაფაელ სილვა (ბრაზილია)
- 3 რობერტ ციმერმანი (გერმანია)
სამინისტროს პრესსამსახური

















