ქართველთაგან ეს უფლება მოიპოვეს ამირან პაპინაშვილმა, ვარლამ ლიპარტელიანმა, ლევან ჟორჟოლიანმა და ირაკლი ცირეკიძემ. ალმატიში ძიუდოისტებს ნაკრების მწვრთნელი გიორგი ვაზაგაშვილი გაჰყვება.
საქართველოს ნაკრების სხვა წევრები ავსტრიაში ქალაქ მიტერსილში ერთობლივ საწვრთნელ შეკრებაზე გაემგზავრებიან, რომელიც 8-20 იანვარს ტარდება. ავსტრიის შეკრებაზე ნაკრები შემდეგი შემადგენლობით იქნება: ბეთქილ შუკვანი, შალვა ქარდავა, ლაშა შავდათუაშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი, ამბაკო ავალიანი, ზებედა რეხვიაშვილი, ავთანდილ ჭრიკიშვილი, ბექა ღვინიაშვილი, ზვიად ხანჯალიაშვილი, ადამ ოქრუაშვილი, ლაშა გუჯეჯიანი, ზურაბ ზვიადაური და ნაკრების მთავარი მწვრთნელი პიტერ ზაიზენბახერი, რომელიც ალმატიში გასამართ მასტერსის დღეებში ყაზახეთში ჩავა და შემდეგ უკან ავსტრიაში დაბრუნდება.
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსპრესსამსახური


















კომენტარები