განახლდა:02:24:27 PM GMT

>>> სპორტი სხვა სახეობები ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები იწყება
ბანერი

ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები იწყება

ელ-ფოსტა ბეჭდვა
წაკითხულია 697 ჯერ   
ტექსტის ზომა Larger Font Smaller Font

14-26 აგვისტოს სინგაპური პირველ მსოფლიოს ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლებს, სადაც 200-ზე მეტი ქვეყნის 3600 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. სინგაპურში საქართველოდან ხუთი სპორტსმენი იასპარეზებს - მოცურავე გიორგი მთვრალაშვილი, თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ირაკლი მოსიძე (63 კგ), ვანო პეტრიაშვილი (100 კგ), ძიუდოისტები - ბექა ტუღუში და სოფიო ბერიძე.

საქართველოს 14 კაციანი დელეგაცია, რომელშიც სპორსტმენების გარდა მწვრთნელები, ადმინისტრაციის წევრები და სეოკ-ის თავკაცები შედიან უკვე სინგაპურშია. ოლიმპიურ სოფელში მისიის ხელმძღვანელი გიორგი ესაკია იქნება, ხოლო დელეგაციას საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი გია ნაცვლიშვილი უხელმძღვანელებს.

ახალგზარდული ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიალი 14 აგვისტოს შედგება, ხოლო ჩვენი ათლეტებიდან 16 აგვისტოს პირველი მოცურავე გიორგი მთვრალაშვილი იასპარეზებს. მეორე დღეს შეჯიბრებაში თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ჩაერთვებიან, ხოლო 21 და 25 აგვისტოს ძოუდოისტები შესაბამისად ინდივიდუალურ და გუნდურ პირველობაში იასპარეზებენ.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს
"პრესსამსახური"
Share

დააკომენტარეთ




         

უსაფრთხოების კოდი
განახლება

ბანერი