განახლდა:02:24:27 PM GMT

>>> სპორტი სხვა სახეობები ნამგალაურმა მშვილდოსნებს გამარჯვება მიულოცა
ბანერი

ნამგალაურმა მშვილდოსნებს გამარჯვება მიულოცა

ელ-ფოსტა ბეჭდვა
წაკითხულია 391 ჯერ   
ტექსტის ზომა Larger Font Smaller Font

ჩინეთის ქალაქ შანხაიში დასრულებულ მსოფლიოს თასის მე-4 ეტაპზე მშვილდოსნობაში საქართველოს ქალთა ნაკრებმა მე-4 ადგილი დიაკავა. ქართველ მშვილდოსანთა სამეული (ქრისტინე ესებუა, ხათუნა ნარიმანიძე, ნათია ცინცაძე) მერვედფინალში მე-14 შედეგით გავიდა და მე-3 რეიტინგის მქონე აშშ-ს გუნდს, რომლის ერთ-ერთი წევრი ხათუნა ქვრიშვილია 216:211 სძლია.

მეოთხედფინალში ქართველმა ქალებმა კიდევ ერთი გამარჯვება მოიპოვეს და მე-11 განთესვის მქონე რუსეთის ნაკრები195:190 დაამარცხეს, ნახევარფინალში კი ჩინეთის (მე-2 რეიტინგი) უძლიერეს ნაკრებთან 202:213 დათმეს.

მე-3 ადგილისთვის მატჩში საქართველოს ნაკრებმა მე-4 შედეგის მქონე ტაივანის გუნდთან 206:219 წააგო, მე-4 ეტაპის გამარჯვებული კი სამხრეთ კორეა გახდა, რომელმაც ფინალში ჩინეთს 222:217 სძლია.

შანხაიდან დაბრუნების შემდეგ, 6 სექტემბერს ქართველი მშვილდოსნებს ფედერაციის ხელმძღვანელებთან ერთად, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ნამგალაური სამინისტროში შეხვდა წარმატება მიულოცა. ნამგალაურთან შეხვედრაზე სპორტსმენებთან ერთად. მშვილდოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი - მამუკა ქაცარავა და გენერალური მდივანი - არტემ სანიშვილიც იმყოფებოდნენ.

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს
პრესსამსახური
Share

დააკომენტარეთ




         

უსაფრთხოების კოდი
განახლება

ბანერი