ქართველმა კარატისტებმა 10 ოქრო მოიპოვეს. ჩემპიონები გახდნენ - დავით ტყებუჩავა, ჰენრი ვეკუა, გიორგი ლიპარტელიანი, გიორგი ჯიქია, ალექსანდრე გოგოლაშვილი, ზურაბ საკანდელიძე, ნესტორ ჩიკვილაძე, შოთა გორელაშვილი, ლუკა ვადაჭკორია და აკაკი ქარსელაძე.
საერთო ჯამში ახალგაზრდა კარატისტთა მონაგარი 18 მედალია: 10 ოქრო, 6 ვერცხლი და 2 ბრინჯაო. ასევე ოქროს მედალი გუნდურ კუმიტეში.
ჩემპიონატი შოტოკან კარატეს ფუძემდებლის, დიდოსტატ გიჩინ ფუნაკოშის სახელს ატარებდა. მონაწილეობდა 65 ქვეყნის სამი ათასამდე, 10-დან 21 წლის ჩათვლით სპორტსმენი. ბრძოლები ერთდროულად 10 ტატამზე მიმდინარეობდა.
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსპრესსამსახური
















