განახლდა:03:01:34 AM GMT

>>> სპორტი სხვა სახეობები ქართული ფიგურული სრიალის 50 წლის იუბილე საციგურაო სკოლაში აღინიშნა
ბანერი

ქართული ფიგურული სრიალის 50 წლის იუბილე საციგურაო სკოლაში აღინიშნა

ელ-ფოსტა ბეჭდვა
წაკითხულია 1146 ჯერ   
ტექსტის ზომა Larger Font Smaller Font

2010 წელს საქართველოს ფიგურულ ციგურაობას 50 წელი შეუსრულდა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, 4 დეკემბერს თბილისის საციგურაო სკოლაში საზეიმო ღონისძიება გაიმართა. მოეწყო საჩვენებელი გამოსვლები რომელშიც მონაწილეობა მიიღეს თბილისის, ბათუმისა და ზუგდიდის საციგურაო სკოლების აღსაზრდელებმა.

ღონისძიება საციგურაო სკოლის დირექტორმა - ირაკლი ჯაფარიძემ გახსნა, დამსწრე საზოგადოებას მიესალმნენ ფიგურული სრიალის ფედერაციის ახალი პრეზიდენტი - მაკა გიორგობიანი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტოს დეპარტამენტის თავმჯდომარე - გია გალდავა, თბილისის მერიის, საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლები და ვეტერანი მოციგურავეები.

აღინიშნა, რომ საქართველოში ფიგურულ სრიალს დიდი ტრადიციები აქვს, რასაც გაფრთხილება და დაფასება სჭირდება.

ფიგურული სრიალი საქართველოში 1960-2010

საქართველოში ფიგურულ ციგურაობას საფუძველი ჩაეყარა 1960 წელს.

საქართველოს პირველი ჩემპიონატი ჩატარდა 1961 წელს.

განვლილი 50 წლის განმავლობაში საქართველოს წამყვანმა მოციგურავეებმა მიაღწიეს არაერთ მრავალ წარმატებას როგორც საკავშირო, ასევე საერთაშორისო სპორტულ სარბიელზე.

საქართველოს წარმომადგენლები სამჯერ ფლობდნენ საბჭოთა კავშირის თასს (1975-76 და 1987 წწ.).

მოყოლებული 1970 წლიდან საქართველოს მოციგურავეები არაერთგზის გახდნენ საკავშირო და საერთაშორისო შეჯიბრებების პრიზიორები და გამარჯვებულები.

საქართველოს მიერ 1991 წელს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ჩვენი ქვეყნის მოციგურავეები რეგულარულად იღებენ მონაწილეობას ევროპისა და მსოფლიო პირველობებზე, სადაც მრავალგზის მიაღწიეს საკმაოდ მაღალ სპორტულ შედეგებს.

ჩვენი ქვეყნის წარმომადგენელმა ელენე გედევანიშვილმა 2010 წლის ევროპის პირველობაზე, რომელიც ჩატარდა ქ. ტალინში, პირველმა საქართველოს ზამთრის სპორტის სახეობათა ისტორიაში მოიპოვა მესამე საპრიზო ადგილი.

წარმატებად უნდა ჩაითვალოს აგრეთვე ჩვენი ქვეყნის ყინულზე მოცეკვავეთა წამყვანი წყვილის - ელისონ რიდი და ოთარ ჯაფარიძე - გამოსვლები გასულ სპორტულ სეზონში

საქართველოს მოციგურავეებმა ღირსეულად დაიცვეს საქართველოს სახელი 2002, 2006 და 2010 ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე.

ამ უკანასკნელი წლებში ფიგურულმა ციგურაობამ დამსახურებულად დაისაკუთრა წამყვანი პოზიციები ზამთრის სპორტის სახეობებს შორის.

საქართველოში უკანასკნელ წლებში მკვეთრად გაიზარდა ამ სპორტის სახეობის გეოგრაფია. გაიხსნა ყინულის სასახლეები და მოედნები ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში და მესტიაში. წამოიზარდა

ადგილობრივი ნორჩ მოციგურავეთა თაობა.

ყველაფერმა ამან გამოიწვია ამ ულამაზესი სპორტის სახეობის პოპულარობის ზრდა, რაც იმის საწინდარია, რომ ჩვენ მომავალში უნდა ველოდოთ უფრო მაღალ შედეგებს.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა
სამინისტროს პრესსამსახური
Share

დააკომენტარეთ




         

უსაფრთხოების კოდი
განახლება

ბანერი