განახლდა:03:01:34 AM GMT

>>> სპორტი სხვა სახეობები ბერძენ-რომაელებმა საქართველოს ჩემპიონები გამოავლინეს
ბანერი

ბერძენ-რომაელებმა საქართველოს ჩემპიონები გამოავლინეს

ელ-ფოსტა ბეჭდვა
წაკითხულია 669 ჯერ   
ტექსტის ზომა Larger Font Smaller Font

შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ძიუდოს აკადემიაში, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა საქართველოს ჩემპიონატზე ჩემპიონ-პრიზიორები გამოვლინდნენ. ორდღიანი შეჯიბრის პირველ დღეს - 22 დეკემბერს საჭიდაო ხალიჩაზე 55, 60, 66 და 74 კილოგრამ წონით კატეგორიებში მოასპარეზე სპორტსმენები გავიდნენ, ხოლო 23 დეკემბერს 84, 96 და 120 კილოგრამის მოჭიდავეები.

პირველ-ორ წონაში ოქროს მედლები, საქართველოს წინა ჩემპიონატის მსგავსად, ქუთაისელმა ლაშა გოგიტაძემ (55) და ბორჯომელმა რევაზ ლაშხმა (60) მოიპოვეს. გოგიტაძემ ფინალში ოზურგეთელ ზურაბ მაჭარაშვილს მოუგო, ლაშხმა - თბილისელ ირაკლი ჭოჭუას.

66 კილოგრამში ჩემპიონის ტიტულს არჩილ თურმანიძე (აჭარა) დაეუფლა. გადაწყვეტ ბრძოლაში მან, ასევე აჭარელი მუხრან მაჭუტაძე დაამარცხა. 74 კილოგრამში კი, ოქროს მედალი საქართველოს 2009 წლის საუკეთესო სპორტსმენმა, მანუჩარ ცხადაიამ (ხობი) მოიპოვა, რომელმაც ფინალში თბილისელ ილია გულბათაშვილს აჯობა.

84 კილოგრამში ჩემპიონის ტიტული ვლადიმერ გეგეშიძემ მოიპოვა. ფინალში მან 18 წლის დავით ჩაკვეტაძე დაამარცხა. 96 კილოგრამში კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ასევე 18 წლის სანდრო დიხამინჯია ავიდა, გადამწყვეტი გამარჯვება მან სოლომონ გიკაშვილთან მოიპოვა. მძიმე წონის ფინალში ერთმანეთს გურამ ფერსელიძე და რევაზ ჭელიძე დაუპირისპირდნენ და დაძაბულ შეხვედრაში გამარჯვებული ფერსელიძე დარჩა.

გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი თბილისმა დაიკავა, მეორეზე აჭარა გავიდა, ხოლო მესამე ადგილი ქუთაისს ხვდა წილად. საქართველოს პირველობით ბერძნულ-რომაული სტილის მიმდევრებმა 2010 წლის სეზონი დახურეს ჩემპიონ-პრიზიორები ნაკრებში დასამკვიდრებლად იანვრიდან, საერთაშორისო ტურნირებზე გააგრძელებენ ბრძოლას.

ბეგი დარჩია (საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი):" ჩემპიონატით კმაყოფილი დავრჩი. ჭიდაობის საერთო დონე იანვარში ჩატარებულ საქართველოს პირველობასთან შედარებით მაღალი იყო. ყველაზე სასიამოვნო კი ჩემთვის ისაა, რომ გამოჩნდნდა რამდენიმე ახალგაზრდა, რომლებიც ნაკრების ძირითად შემადგენლობაში მოხვედრაზე უკვე სერიოზულ პრეტენზიას აცხადებენ.

გუნდს მართლაც კარგი შევსება ეზრდება. უკვე შევადგინეთ ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი გეგმა. მასში 3 საერთაშორისო ტურნირი შევიტანეთ. იანვრის ბოლოს ნაკრების კანდიდატები თურქეთსა და საფრანგეთში იჭიდავებენ, ხოლო თებერვლის ბოლოს - ბულგარეთში. ევროშემადგენლობა სწორედ ბულგარეთის შემდეგ გამოიკვეთება".

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა.

საქართველოს ჩემპიონატი.

თბილისი.

22-23 დეკემბერი

55 კგ

1 ლაშა გოგიტაძე (ქუთაისი)

2 ზურაბ მაჭარაშვილი (ოზურგეთი)

3 ამირან შავაძე (აჭარა)

3 გენადი ქუთათელაძე (წყალტუბო)

 

60 კგ

1 რევაზ ლაშხი (ბორჯომი)

2 ირაკლი ჭოჭუა (თბილისი)

3 გოგიტა გოგიბერაშვილი (სამტრედია)

3 ფირუზ წულუკიძე (აჭარა)

 

66 კგ

1 არჩილ თურმანიძე (აჭარა)

2 მუხრან მაჭუტაძე (აჭარა)

3 ანტონ მამაგეიშვილი (ქუთაისი)

3 მარად აბულაძე (აჭარა)

 

74 კგ

1 მანუჩარ ცხადაია (ხობი)

2 ილია გულბათაშვილი (თბილისი)

3 ზურაბ დათუნაშვილი (თბილისი)

3 რამინ ფევაძე (აჭარა)

 

84 კგ

1 ვლადიმერ გეგეშიძე (თბილისი)

2 დავით ჩაკვეტაძე (ქუთაისი)

3 მათე სოფაძე (ბაღდათი)

3 რევაზ ნადარეიშვილი (თბილისი) \

 

96 კგ

1 სანდრო დიხამინჯია (თბილისი)

2 სოლომონ გიკაშვილი (თბილისი)

3 ვლადიმერ ქარჩავა (ოზურგეთი)

3 ბექა ჩოფლიანი (ოზურგეთი)

 

120 კგ

1 გურამ ფერსელიძე (აჭარა)

2 რევაზ ჭელიძე (ოზურგეთი)

3 შოთა გოგისვანიძე (ქუთაისი)

3 დიმიტრი ჯავახიშვილი (თბილისი)

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს
პრესსამსახური
Share

დააკომენტარეთ




         

უსაფრთხოების კოდი
განახლება

ბანერი