ჩემპიონატში მონაწილეობა ახალგაზრდული ნაკრების ყველა რეალურმა კანდიდატმა მიიღო, ვლადიმერ ხინჩეგაშვილისა (55 კგ) და დავით მარსაგიშვილის (84 კგ) გარდა, რომლებიც უკვე ძირითადი ნაკრების კანდიდატებადაც მოიაზრებიან და მწვრთნელებმა ამჯერად დასვენების საშუალება მისცეს. დავით ხუციშვილსა (74 კგ) და გიორგი საკანდელიძეს (120 კგ) კი ახალგაზრდებში ჭიდაობის უფლება ასაკის გამო აღარ აქვთ.
ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ნუგზარ სხირელის თქმით, ივნისში, სერბეთში ჩასატარებელ ევროპის ჩემპიონატზე წამსვლელი ქართული შემადგენლობა ბათუმური პირველობის ოქროსმედალოსნებით უნდა დაკომპლექტდეს. ასე რომ, თუ წინასწარი გეგმა არ შეიცვალა, ევროგანაცხადში ლევან როჭიკაშვილი (50 კგ), თენგიზ ჩოჩიშვილი (60 კგ), დავით ტლაშაძე (66 კგ), ბექა პეტრიაშვილი (74 კგ), თედორე ებანოიძე (96 კგ) და გიორგი ასლანიშვილი (120 კგ) მოხვდებიან. ლაშა ლომთაძე (55 კგ) და სანდრო ამინაშვილი (84 კგ) კი ამ უფლებას იმ შემთხვევაში მოიპოვებენ, თუ ხინჩეგაშვილი და მარსაგიშვილი არ დაუბრუნდებიან გუნდს.
საქართველოს ჩემპიონატში ორმა გოგონამაც მიიღო მონაწილეობა. 63 კილოგრამში აჭარის სახელით მოჭიდავე შორენა შარაძემ გორელი ანი აკოფოვი დაამარცხა და სავარაუდოდ, ევროპის ჩემპიონატის სამზადისშიც ჩაერთვება.
თავისუფალი ჭიდაობა. საქართველოს ჩემპიონატი. ახალგაზრდები
ბათუმი. 19-20 თებერვალი
50 კგ
- 1 ლევან როჭიკაშვილი (საგარეჯო)
- 2 ბექა ბუჯიაშვილი (გორი)
- 3 რამაზ დარჩიძე (აჭარა)
- 3 ხვთისო იორამაშვილი (გორი)
55 კგ
- 1 ლაშა ლომთაძე (ქუთაისი)
- 2 ბექა ქობალია (წალენჯიხა)
- 3 აკაკი მოწონელიძე (ხაშური)
- 3 ლაშა ტალახაძე (ხაშური)
60 კგ
- 1 თენგიზ ჩოჩიშვილი (გორი)
- 2 ბექა ლომთაძე (ქუთაისი)
- 3 რამინ ნუთიძე (აჭარა)
- 3 ზურაბ იაკობაშვილი (ყვარელი)
66 კგ
- 1 დავით ტლაშაძე (გორი)
- 2 დავით გალეგაშვილი (გორი)
- 3 დავით ბუზიაშვილი (ხაშური)
- 3 კონსტანტინე ხაბალაშვილი (გორი)
74 კგ
- 1 ბექა პეტრიაშვილი (ხარაგაული)
- 2 რევაზ ივანიშვილი (თბილისი)
- 3 კახა თავაძე (სამტრედია)
- 3 ალექსი ჯაჭვაძე (გარდაბანი)
84 კგ
- 1 სანდრო ამინაშვილი (თბილისი)
- 2 ლევან გოგრიჭიანი (თბილისი)
- 3 ბექა ჩომახიძე (ხონი)
- 3 ვეფხვია ჯაჭვაძე (აჭარა)
96 კგ
- 1 თედორე ებანოიძე (ხარაგაული)
- 2 მამუკა კორძაია (აჭარა)
- 3 გიორგი მეშვილდიშვილი (ონი)
- 3 ომარ გუსოშვილი (გორი)
120 კგ
- 1 გიორგი ასლანიშვილი (ბოლნისი)
- 2 ვალერი გზირიშვილი (კასპი)
- 3 დავით გობეჯიშვილი (ონი)
- 3 გენო პეტრიაშვილი (გორი)
სამინისტროს პრესსამსახური

















