განახლდა:03:01:34 AM GMT

>>> სპორტი სხვა სახეობები 14-15 მაისს საქართველოს მძლეოსნობის ფედერაციის ორგანიზებით, მძლეოსნობის მსოფლიო დღეებისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება
ბანერი

14-15 მაისს საქართველოს მძლეოსნობის ფედერაციის ორგანიზებით, მძლეოსნობის მსოფლიო დღეებისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება

ელ-ფოსტა ბეჭდვა
წაკითხულია 431 ჯერ   
ტექსტის ზომა Larger Font Smaller Font

მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციის (IAAF) ეგიდით, 14-15 მაისს მთელს მსოფლიოში მძლეოსნობის მსოფლიო დღეები აღინიშნება. ამ საერთაშორისო თარიღთან დაკავშირებით, რომელსაც IIAF-ის წევრ 159 ქვეყანაში აღნიშნავენ, საქართველოს მძლეოსნობის ეროვნული ფედერაცია სხვადასხვა მნიშვნელოვან ღონისძიებას გეგმავს.

ფედერაციის ორგანიზებით, 14-15 მაისს ეროვნულ სტადიონზე მძლეოსნობის მე-16 მსოფლიოს დღეებისადმი მიძღვნილი შეჯიბრი გაიმართება, სადაც მონაწილეობას 1994-1995, 1996-1997-1998 წელს დაბადებული სპორტსმენები მიიღებენ.

ტურნირი, რომელიც 14 მაისს 10:00 საათზე დაიწყება გოგონებსა და ვაჟებს შორის მძლეოსნობის სხვადასხვა დისციპლინებში გაიმართება - რბენებში, ხტომებსა და ტყორცნებში.

შეჯიბრების პარალელურად 14 მაისს ეროვნულ სტადიონზე მძლეოსნობის ფან-კლუბი დაარსდება. მძლეოსნობის ფან-კლუბში საზოგადოებისათის ცნობილი სახეები გაერთიანდებიან - მაია ასათიანი, დავით დოიაშვილი, ნიკა მემანიშვილი, ზაალ უდუმაშვილი, ინგა გრიგოლია, ნინი ბადურაშვილი, თიკო სადუნიშვილი, ნანიკო ხაზარაძე, შორენა ბეგაშვილი, დავით იმედაშვილი, დავით გეგენავა, მათე ტაკიძე, დავით მინაშვილი - და სამომავლოდ მძლეოსნობის მხარდასაჭერ აქციებს გამართავენ.

ფან კლუბის ორგანიზებასთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგი ეროვნულ სტადიონზე 14 მაისს 13:30 წუთზე შედგება. ფან კლუბის დაარსებისა და ტურნირის მონაწილეთა დაჯილდოების შემდეგ მოეწყობა საზეიმო ფურშეტი, რომელსაც მუსიკალურად ნიკა მემანიშვილის სიმფონიური ორკესტრის წევრები გააფორმებენ.

საქართველოში მძლეოსნობის მსოფლიო დღეების აღსანიშნავ შეჯიბრს 14 მაისს მძლეოსნობის ფედერაციის პრეზიდენტ - ალექსი ახვლედიანთან, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელ პირებთან ერთად, თბილისის მერი გიგი უგულავა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი - დიმიტრი შაშკინი და ვეტერანი ჩემპიონები დაესწრებიან, რომლებიც გამარჯვებულ სპორტსმენებს დააჯილდოებენ.

წარმატებულ სპორტსმენებს მედლები და სიგელები გადაეცემათ, მონაწილეები კი საგანგებოდ ამ დღეებისადმი დამზადებულ მაისურებსა და სამკერდე ნიშნებს მიიღებენ.

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდიბის საქმეთა
სამინისტროს პრესსამსახური
Share

დააკომენტარეთ




         

უსაფრთხოების კოდი
განახლება

ბანერი