განახლდა:03:01:34 AM GMT

>>> სპორტი სხვა სახეობები თბილისმა მოფარიკავეთა ევროპის თასს უმასპინძლა
ბანერი

თბილისმა მოფარიკავეთა ევროპის თასს უმასპინძლა

ელ-ფოსტა ბეჭდვა
წაკითხულია 651 ჯერ   
ტექსტის ზომა Larger Font Smaller Font

29-30 ოქტომბერს თბილისმა 23-წლამდელ მოფარიკავეთა ევროპის თასის ეტაპს უმასპინძლა. ტურნირში 7 ქვეყნის 28 სპორტსმენი გამოვიდა და გამარჯვებულები დისციპლინა ხმალში გამოავლინა. ტურნირის ჩემპიონი სანდრო ბაზაძე გახდა, ვინც ფინალში იტალიელ გაბრიელე ფოსკინის 15:9 აჯობა. ბექა ბაზაძეს კი ბრინჯაოს მედალი ერგო.

საქარველოს ნაკრების სახელით სანდრო და ბექა ბაზაძეეები და მიხეილ მარდალეიშვილი გუნდურ შეჯიბრებაშიც გამოვიდნენ და მხოლოდ ფინალური დაპირისპირება დათმეს - უკრაინის ნაკრებთან 41:45 დამარცხდნენ და ვერცხლის მედლები მოიპოვეს. აღსანიშნავია, რომ ტურნირს ევროპის ფარიკაობის კონფედერაციის პრეზიდენტი ფრანტკიშეკ იანდა დაესწრო.

შეჯიბრება კი ფარიკაობოს ფედერაციის ორგანიზებით და სპორტის და ახალაგზრდობის საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით ჩატარდა.

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა
სამინისტროს პრესსამსახური
Share

დააკომენტარეთ




         

უსაფრთხოების კოდი
განახლება

ბანერი