პოლონეთთან მატჩში ჩვენი გოგონათა ოთხეულიდან ლელა ჯავახიშვილმა და ნინო ხურციძემ პირადი პარტიები მოიგეს, ნანა ძაგნიძე მოწინააღმდეგეს დაუზავდა, ხოლო ნაზი პაიკიძე დამარცხდა. სერბეთთან სამ დაფაზე ფრე დაფიქსირდა და ნანა ძაგნიძის გამარჯვებამ გუნდური წარმატება მოუტანა ქართველ გოგონებს.
ასევე ზედიზედ ორი გამარჯვება მოიპოვეს ქართველმა ვაჟებმა და პირველ ტურში აზერბაიჯანთან განცდილი მარცხის შემდეგ რეაბილიტირება მოახდინეს. მათ მეორე ტურში 4:0 გაანადგურეს კვიპროსი, ხოლო მესამეში 3,5:0,5 აჯობეს შოტლანდიას. კვიპროსთან გამარჯვებები მოიპოვეს ბაადურ ჯობავამ, ლევან ფანცულაიამ, მიხეილ მჭედლიშვილმა და ლევან გაგუნაშვილმა. შოტლანდიასთან კი ამ ოთხეულიდან მხოლოდ გაგუნაშვილი დაუზავდა მეტოქეს.

















