განახლდა:05:30:35 AM GMT

>>> სპორტი რაგბი
ბანერი

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ 2011 წლის საუკეთესო სპორტსმენად მამუკა გორგოძე დაასახელა

ელ-ფოსტა ბეჭდვა

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ 2011 წლის სპორტული სეზონი 28 დეკემბერს სასტუმრო რედისონში შეაჯამა. სამინისტროს ტრადიციულ საზეიმო ღონისძიებაზე ამჯერად 8 ნომინაციაში გამოვლინდნენ რჩეულები.

მორაგბეთა ასაკობრივი ნაკრებების გამარჯვება ევროპის ჩემპიონატზე

ელ-ფოსტა ბეჭდვა

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მიმდინარე 18-წლამდელ მორაგბეთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა მასპინძელთა ნაკრები 27:6 დაამარცხა. ქართველმა მორაგბეებმა მეტოქე ყველა კომპონენტში დაჯაბნეს და დამაჯერებლად გაიმარჯვეს. პატარა „ბორჯღალოსნები" 1 ნოემბერს ბელგიის ნაკრებს დაუპირისპირდებიან და თუ პირველი მატჩის მსგავსად პრემიალური ქულით მოიგებენ, ანუ მეტოქეს 4 ლელოს დაუდებენ მაშინ ევროპირველობის საგზურის მფლობელები გახდებიან.

20-წლამდელ მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიოს თასზე კანადას 38:9 მოუგო

ელ-ფოსტა ბეჭდვა

24 მაისს თბილისში 20-წლამდე მორაგბეთა მსოფლიოს თასი დაიწყო და პირველი ტურის მატჩები გაიმართა. საქართველოს ნაკრებმა "ავჭალის" სტადიონზე გამართულ შეხვედრაში კანადის ნაკრები 38:9 დაამარცხა და ოთხი ლელოს გატანისთვის პრემიალური ქულაც მიითვალა. პატარა "ბორჯღალოსნებმა" პირველი ტაიმი ბახვა კობახიძის ოთხი გატანილი ჯარიმით 12:3 მოიგეს, მეორე ტაიმში კი მეტოქეს ოთხი ლელო დაუდეს და დამაჯერებლად იმარჯვეს.

რუსეთ-საქართველოს სარაგბო მატჩი რადიო აფხაზეთის ხმის და საზოგადოებრივი რადიოს ეთერით გადაიცემა

ელ-ფოსტა ბეჭდვა

19 მარტს თბილისის დროით 16:00 საათზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ევროპის ერთა თასის 2011 წლის სეზონის ბოლო შეხევდრას რუსეთის ქალაქ სოჭში რუსეთის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ გამართავს.

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ესპანეთი 60:0 გაანადგურა

ელ-ფოსტა ბეჭდვა

12 თებერვალს "ლოკომოტივის" სტადიონზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა "ერთა თასის" მიმდინარე წლის გათამაშების მე-2 ტურის შეხვედრაში ეპანეთის ეროვნული გუნდი 60:0 დაამარცხა და უკრაინის 62:3 ძლევის შემდეგ ზედიზედ მეორე დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

გვერდი 1 დან 11

ბანერი