საქართველოს რაგბის კავშირის მიერ ორგანიზებული გათამაშება, სახელწოდებით „შავი ზღვის თასი" თბილისის მერიის პატრონაჟით, რაგბის საერთაშორისო საბჭოსა და რაგბის ევროპული ასოციაციის მხარდაჭერით ჩატარდება.
„შავი ზღვის თასის" გათამაშება, სავარაუდოდ, ქართული სარაგბო თემის მიერ ოგანიზებული ტრადიციული შეჯიბრება გახდება.ტურნირის სახელწოდებიდან გამომდინარე, ცხადია, რომ ასპარეზობაში შავი ზღვის აუზის ქვეყნების სარაგბო კლუბები იქნებიან ჩართული.
ოდესის კლუბი „კრედო 63"., ბუქარესტული „ბუქარესტი" და „არადი", საქართველოს მოქმედი ჩემპიონი „ლელო", ბრინჯაოს პრიზიორი„ლოკომოტივი" და ვერცხლისმედალოსანი „ბათუმი XV" ერმანეთს მიხეილ მესხის სახელობის ლოკომოტივის სტადიონზე შეერკინებიან.
ორ ქვეჯგუფში გადანაწილებული ექვსი გუნდი 24, 28 აგვისტოსა და 1 სექტემბერს, ჯგუფური ეტაპის შეხვედრებს მოაწყობს, რომელის დროსაც თითო გუნდს ორი შეხვედრა მოუწევს. 4 სექტემბერს მეხუთე -მეექვსე ადგილების პლეიოფი და მცირე ფინალი გაიმართება. 5 სექტემბერს კი - ფინალი.
ტურნირზე გასამართი ცხრა მატჩიდან სამის , კერძოდ: ოცდაოთხი აგვისტოს „ლელო" - „კრედოს"; პირველი სექტემბერის „ბათუმი" - „ლოკომოტივის"; ასევე ფინალის პირდაპირი ეთერით ტრანსლირებას რაგბის კავშირის მედიაპარტნიორი - საზოგადოებრივი მაუწყებელი უზრუნველყოფს.
ასპარეზობა, როგორც უკვე ავღნიშნეთ, 24 აგვისტოს, საქართველოს მოქმედი ჩემპიონი „ლელოსა" და ოდესური „კრედოს" შერკინებით 18:00 დაიწყება, რასაც, 20:00 მოყვება „ლოკომოტივისა" და რუმინული „არადის" შეხვედრა.მატჩებზე დასწრება უფასოა.
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს"პრესსამსახური"

















კომენტარები