განახლდა:02:24:27 PM GMT

>>> სპორტი რაგბი ერთი გამარჯვება და ერთი მარცხი შავი ზღვის თასზე
ბანერი

ერთი გამარჯვება და ერთი მარცხი შავი ზღვის თასზე

ელ-ფოსტა ბეჭდვა
წაკითხულია 676 ჯერ   
ტექსტის ზომა Larger Font Smaller Font

24 აგვისტოს რაბში "შავი ზღვის თასის" გათამაშება დაიწყო, რომელსაც ლოკომოტივის სტადიონი მასპინძლობს.

გახსნის მატჩში საქართველოს მოქმედი ჩემპიონი "ლელო" უკრაინულ "კრედო-63"-ს დაუპირისპირდა და 28:10 მოუგო. გამარჯვებასთან ახლოს იყო მეორე ქართული გუნდი "ლოკომოტივიც", მაგრამ რუმინული "არადის" დასამარცხებლად ცოტა დააკლდა.

ზედ მსაჯის საფინალო სასტვენის წინ მახარაშვილმა შორეული ჯარიმა გააცუდა, თორემ გამარჯვება "ლოკომოტივს" რჩებოდა. საბოლოოდ კი სტუმრებმა 30:28 მოიგეს. "შავი ზღვის თასზე" მომდევნო მატჩი 28 აგვისტოს 18:00 საათზე გაიმართება. "ბათუმი XV" "არადის" ეთამაშება. ამავე დღეს შედგება რუმინული "ბუქარესტის" და უკრაინული "კრედო 63"-ის მატჩიც.

საქართველო. თბილისი.

"შავი ზღვის თასი".

24 აგვისტო.

"მიხეილ მესხი".

პირველი რაუნდი

A ჯგუფი

ლელო (თბილისი) - კრედო 63 (ოდესა, უკრაინა) 28:10 (16:7)

ლელო: 15. ყიასაშვილი (ლომინაძე 80+1), 14. ჯოგლიძე, 13. ჩხიკვაძე (ანდღულაძე 80), 12. მანჯავიძე, 11. გუგავა, 10. ბაირამაშვილი, 9. გ. კაჭარავა; 1. ასეიშვილი (ლომიძე 55), 2. ჭყონია (მამუკაშვილი 65), 3. სუჯაშვილი (სანიკიძე 70), 4. აზალაძე, 5. შალამბერიძე, 6. კოლელიშვილი, 7. დ. დაუშვილი (სარდანაშვილი 74), 8. ზ. მაისურაძე.

მწვრთნელი: ლევან მაისაშვილი.

  • 4 ლელო: ჩხიკვაძე (21), გუგავა (38), ჩხიკვაძე (58), გუგავა (73).
  • 1 გარდასახვა: ჯოგლიძე (73).
  • 2 ჯარიმა: ყიასაშვილი (2, 17).

კრედო 63: 15. მარკოზაშვილი (ჟულავასკი 20), 14. ტაკუნოვი (სტასენკო 80+2), 13. გეგიძე, 12. დ. მასიუკოვი, 11. კ. მასიუკოვი, 10. მონასიროვი, 9. დელიერგიევი (კიკაჩეიშვილი 59); 1. ჩაიკა, 2. პოლიანსკი, 3. ვერტლიეცკი, 4. რადჩუკი, 5. კულაკიავსკი, 6. ნოვოკრეშჩენოვი, 7. ფედიშინი, 8. კირსანოვი (მილოვი 57).

მწვრთნელი: ზაზა ლეჟავა.

28 აგვისტო

"ბუქარესტი" (რუმინეთი) - "კრედო 63" (უკრაინა) (20:00 საათი)

1 სექტემბერი

"ლელო" (თბილისი) - "ბუქარესტი" (რუმინეთი) (20:00 საათი)


B ჯგუფი

ლოკომოტივი (თბილისი) - არადი (რუმინეთი) 28:30 (7:21)

ლოკომოტივი: 15. ი. დავითაშვილი (მახარაშვილი 41), 14. შიოშვილი, 13. ქავთარაძე, 12. ხუციშვილი, 11. ჟამუტაშვილი (კობერიძე 46), 10. ელიზბარაშვილი, 9. ღვინჯილია; 1. გასვიანი, 2. გენებაშვილი, 3. ვეფხვაძე, 4. გუჯარაიძე, 5. კორკოტაძე (ელოშვილი 68), 6. ნიშნიანიძე (ზარიძე 36), 7. ოზგებაშვილი (ჩიტიძე 26), 8. ბერიაშვილი.

მწვრთნელი: ჩავლეიშვილი.

  • 3 ლელო: ბერიაშვილი (42+2, 55, 74).
  • 2 გარდასახვა: ელიზბარაშვილი (42+2), მახარაშვილი (74).
  • 3 ჯარიმა: ელიზბარაშვილი (43, 48), მახარაშვილი (79).

არადი: 15. ფერკუ, 14. გობჟილა, 13. იფტოდე, 12. სტოიკიცე, 11. ლემნარუ (სტრუნე 41), 10. ანდრეი, 9. კალაფეტიანუ (ბიტია 49); 1. ცარუსი, 2. ბეკა (მაქსიმი 63), 3. გრინდეი, 4. დრენჩიანუ, 5. მორარუ, 6. ტურიჩე, 7. სელევესტრუ, 8. ჩოკანი.

მწვრთნელი: შერბანი.

28 აგვისტო

"ბათუმი XV" - "არადი" (რუმინეთი) (18:00 საათი)

1 სექტემბერი

"ბათუმი XV" - "ლოკომოტივი" (თბილისი) (18:00 საათი - Live)

4 სექტემბერი.

V ადგილისთვის

A III - B III (18:00 საათი)

III ადგილისთვის

A II - B II (20:00 საათი)

5 სექტემბერი.

ფინალი

A I - B I (18:00 საათი - Live)

სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს
პრესსამსახური
Share

დააკომენტარეთ




         

უსაფრთხოების კოდი
განახლება

ბანერი