აღსანიშნავია, რომ "ლოკომოტივმა" "ლელოსთან" ზედიზედ 10-მატჩიანი მოუგებელი სერია სწორედ 14 ნოემბერს გამართულ ფინალურ შეხვედრაში დაასრულა. მეტოქეებმა ერთმანეთს თითო-თითო ლელო გაუტანეს, გარდასახვა-საჯარიმოები კი "ლოკომოტიველებმა" უკეთესად შეასრულეს, რაც გადამწყვეტი მნიშვნელობის გამოდგა.
საჩემპიონო თასი ”ლოკომოტივის" კაპიტანს - ბობა კვინიხიძეს, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა - გია ნიჟარაძემ გადასცა.
საქართველოს XXII ეროვნული ჩემპიონატი რაგბიში
14 ნოემბერი.ფინალი
თბილისი. "მიხეილ მესხი".
ლოკომოტივი (თბილისი) - ლელო (თბილისი) 16:11 (13:3)
ლოკომოტივი: 15. კობერიძე, 14. ქავთარაძე (ასათიანი 80), 13. ხუციშვილი, 12. ბერძენიშვილი, 11. ჟამუტაშვილი, 10. კვინიხიძე, 9. ღვინჯილია; 1. ელოშვილი, 2. გენებაშვილი (ზარიძე 70), 3. პეტრიაშვილი, 4. ნიშნიანიძე (ახვლედიანი 76), 5. გუჯარაიძე (კორკოტაძე 67), 6. ბერიშვილი, 7. ჩიტიძე (ოზგებაშვილი 60), 8. ზ, მაისურაძე.
1ლელო: ჟამუტაშვილი
1გარდასახვა: კვინიხიძე
3 ჯარიმა: კვინიხიძე
ლელო: 15. ყიასაშვილი, 14. ჯოგლიძე, 13. კორკელია, 12. ლომინაძე, 11. გუგავა, 10. მჭედლიშვილი, 9. კაჭარავა; 1. სანიკიძე, 2. ჭყონია, 3. სუჯაშვილი, 4. აზალაძე, 5. ჯალაღონია (ხორბალაძე 37), 6. კოლელიშვილი (ი. მაისურაძე 41), 7. დაუშვილი, 8. ჭყოიძე.
1 ლელო: გუგავა
2 ჯარიმა: მჭედლიშვილი
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური
















