საღამო მუსიკალურად რაგბის კავშირის ახალმა პარტნიორმა - თბილისის ბიგ ბენდმა და ქართული ესტრადის ვარსკვლავებმა გააფორმეს. მორაგბეებთან ერთად, "მესამე ტაიმს" სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი - ლადო ვარძელაშვილიც დაესწრო.
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა 20 ნოემბერს "ეროვნულ" სტადიონზე გამართულ ტესტ-მატჩში კანადის ეროვნული გუნდი 22:15 დაამარცხა. მომდევნო შეხვედრას ქართველი "ბორჯღალოსნები" 27 ნოემბერს თბილისში ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებთან გამართავენ.
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთასამინისტროს პრესსამსახური
















