განახლდა:03:01:34 AM GMT

>>> სპორტი რაგბი საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ესპანეთი 60:0 გაანადგურა
ბანერი

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ესპანეთი 60:0 გაანადგურა

ელ-ფოსტა ბეჭდვა
წაკითხულია 1097 ჯერ   
ტექსტის ზომა Larger Font Smaller Font

12 თებერვალს "ლოკომოტივის" სტადიონზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა "ერთა თასის" მიმდინარე წლის გათამაშების მე-2 ტურის შეხვედრაში ეპანეთის ეროვნული გუნდი 60:0 დაამარცხა და უკრაინის 62:3 ძლევის შემდეგ ზედიზედ მეორე დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

ქართველმა მორაგბეებმა მეტოქეს 9 ლელო, 6 გარდასახვა და 1 საჯარიმო გაუტანეს და 4 და მეტი ლელოსთვის განკუთვნილი პრემიალური ქულაც მოიპოვეს.

2 ტურის შემდეგ, "ბორჯღალოსნები" "ერთა თასს" 10 ქულით ლიდერობენ.

ნაკრები "ერთა თასის" მომდევნო შეხვედრას 26 თებერვალს, ლისაბონში, პორტუგალიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

ევროპის ერთა თასი რაგბში.12 თებერვალი, თბილისი, "ლოკომოტივი"

საქართველო - ესპანეთი 60:0 (27:0)

საქართველო: 15. ბესიკ ხამაშურიძე (22. ბექა ურჯუკაშვილი 68), 14. ირაკლი მაჩხანელი, 13. დავით კაჭარავა, 12. თედო ზიბზიბაძე, 11. ლექსო გუგავა, 10. მერაბ კვირიკაშვილი (21. ლაშა მალაღურაძე 68), 9. ირაკლი აბუსერიძე (20. ბიძინა სამხარაძე 57); 1. ვასილ კაკოვინი, 2. ირაკლი ნატრიაშვილი (16. ჯაბა ბრეგვაძე 53), 3. ანტონ ფეიქრიშვილი (17. ბექა შეყლაშვილი 57), 4. ლევან დათუნაშვილი, 5. ვახტანგ მაისურაძე (19. ლაშა თავართქილაძე 75), 6. შალვა სუთიაშვილი, 7. გრიგოლ ლაბაძე, 8. გიორგი ჩხაიძე (18. ზვიად მაისურაძე 62).

მთავარი მწვრთნელი: რიჩი დიქსონი (შოტლანდია)

9 ლელო: გუგავა (11), კვირიკაშვილი (25), კაჭარავა (34), ხამაშურიძე (40), ნატრიაშვილი (52), ზიბზიბაძე (63, 72), ლაბაძე (66), ურჯუკაშვილი (79)

6 გარდასახვა: კვირიკაშვილი (4), მალაღურაძე (2)

1 ჯარიმა: კვირიკაშვილი (30)

პრესკონფერენცია

რეჟი სონი (ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი):" ვულოცავ საქართველოს ნაკრებს გამარჯვებას. თქვენმა გუნდმა არაჩვეულებრივად ითამაშა და ტექნიკაც არაჩვეულებრივი იყო, განსაკუთრებით ამ მხრივ შერკინებას გამოვარჩევ. მოხარული ვიქნებით თუ იგივე დონეს ჩვენც მივაღწევთ.

ადრე ვთქვი, რომ "ერთ თასის" მოგების ყველაზე დიდი შანსი რუსეთის ნაკრებს ჰქონდა, თუმცა ვაღიარებ შევცდი რისთვისაც ბოდიშს ვიხდი, თქვენ უკეთესი ნაკრები გყავთ.

ალბათ, გაისად რუსებიც დამისვამენ შეკითხვას თუ რომელი ნაკრები უფრო ძლიერია -რუსეთი თუ საქართველო და მგონი ხვდებით რასაც ვუპასუხებ... თქვენი გუნდი შესწავლილი მყავდა, ვიცოდი როგორ თამაშობენ ისინი საფრანგეთში და ჩემთვის მოულოდნელი არაფერი ყოფილა, ძლიერი ბიჭები გყავთ".

რიჩი დიქსონი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი):" კარგი იყო პრემიალური ქულის აღებაც და დიდი ანგარიშით მოგებაც, თუმცა მეტოქედ ესპანეთის ნაკრების მაგივრად უფრო ძლიერი გუნდი რომ გვყოლოდა შეიძლება სხვანაირი სიტუაცია მიგვეღო, რადგან შეცდომებიც დავუშვით. საერთო ჯამში კი კმაყოფილი ვარ, ნაკრებმა უკრაინასთან მატჩისგან განსხვავებით უფრო დისციპლინირებულად ითამაშა.

გუნდი ერთად ორი კვირა იყო და ეს პერიოდი კარგად გამოვიყენეთ. ძალიან კმაყოფილი ვარ ახალგაზრდების თამაშით, განსაკუთრებით ვახტანგ მაისურაძეს გამოვყოფ. მათ გამოცდილი მოარგბეებისთვის სერიოზული კონკურენციის გაწევა შეუძლიათ.

ჩვენ გვინდა ნაკრების თამაში დავხვეწოთ, "ერთა თასი" მოვიგოთ და თან მსოფლიოს თასისთვის მოვემზადოთ, თუმცა აქედანვე ვფიქრობთ მსოფლიოსთასის შემდგომ პერიოდზე, სწორედ ამიტომ ეძლევა ამდენ ახალგაზრდა მოარგბეს თავის გამოჩენის საშუალება".

საქართველო - ესპანეთი 60:0

რუსეთი - პორტუგალია 19:21

უკრაინა - რუმინეთი (გადაიდო)

  1. საქართველო....2...2...0...0....122-3...10
  2. პორტუგალია...2...2...0...0... 45-36.....8
  3. რუსეთი...............2...1...0...1...47-45.....5
  4. რუმინეთი...........1...0...0...1...17-24.....1
  5. ესპანეთი............2...0...0...2...24-88.....1
  6. უკრაინა..............1...0...0...1......3-62.....0

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა

სამინისტროს პრესსამსახური
Share

დააკომენტარეთ




         

უსაფრთხოების კოდი
განახლება

ბანერი