მატჩის მიმართ არსებული უდიდესი ინტერესის მიუხედავად, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლისგან დამოუკიდებელი მიზეზებით ვერ ხერხდება მატჩის პირდაპირი ტრანსლაციის გადმოცემა, რადგან რეპორტაჟს თავად რუსული მხარე არ აჩვენებს.
აქედან გამომდინარე, იგეგმება ორივე ტაიმის პირადპირი ტრანსლირება რადიო "აფხაზეთის ხმის" ეთერში - FM 98,9 და ჩართვები საქართველოს საზოგადოებრივი რადიოს პირველ FM 102.4 და მეორე არხებზე - FM 100.9.
კონკრეტულად, საზოგადოებრივი რადიოს პირველ ტალღაზე ელენე ბილიხოძეს საავტორო გადაცემაში მიწვეული იქნება რაგბის კავშირის წარმომადგენელი - ნიაზ მამრიკიშვილი, რომელიც ტექნიკური შესაძლებლობების გათვალისწინებით წაიყვანს რეპორტაჟს.
ამავე რადიოს მეორე არხზე კი იგეგმება პირდაპირი ჩართვები საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტ - ოთარ გიორგაძესთან, რომელიც ეთერში სოჭიდან ჩაერთვება.
ასევე სოჭიდან განხორციელდება პირდაპირი ტრანსლირება რადიო "აფხაზეთის ხმის" დახმარებით, რომელიც რაგბის კავშირის კიდევ ერთ წარმოამდგენელს - გიორგი ჭუმბურიძეს დაუკავშირდება.
სპორტისა და აზალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსპრესსამსახური

















