განახლდა:03:01:34 AM GMT

>>> სპორტი რაგბი 20-წლამდელ მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიოს თასზე კანადას 38:9 მოუგო
ბანერი

20-წლამდელ მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიოს თასზე კანადას 38:9 მოუგო

ელ-ფოსტა ბეჭდვა
წაკითხულია 859 ჯერ   
ტექსტის ზომა Larger Font Smaller Font

24 მაისს თბილისში 20-წლამდე მორაგბეთა მსოფლიოს თასი დაიწყო და პირველი ტურის მატჩები გაიმართა. საქართველოს ნაკრებმა "ავჭალის" სტადიონზე გამართულ შეხვედრაში კანადის ნაკრები 38:9 დაამარცხა და ოთხი ლელოს გატანისთვის პრემიალური ქულაც მიითვალა. პატარა "ბორჯღალოსნებმა" პირველი ტაიმი ბახვა კობახიძის ოთხი გატანილი ჯარიმით 12:3 მოიგეს, მეორე ტაიმში კი მეტოქეს ოთხი ლელო დაუდეს და დამაჯერებლად იმარჯვეს.

ქართველთაგან ლელოები - ლევან ჩილაჩავამ, გიგა თხილაიშვილმა, კოტე მიქაუტაძემ და ზურაბ ჟვანიამ დაამიწეს. ოთხიდან სამი გარდასახვა კი ბახვა კობახიძემ გაიტანა. პაატა ნარიმანიძის გუნდი მომდევნო მატჩს 28 მაისს 18:00 საათზე გამართავს, როდესაც იმავე სტადიონზე ზიმბაბვეს ნაკრებს დაუპირისპირდება. დღესვე მსოფლიოს "ალაფის" კიდევ სამი მატჩი გაიმართა - A-ჯგუფში ჩემპიონატის ერთ-ერთმა ფავორიტმა სამოის ნაკრებმა აშშ 48:11 დაამარცხა, ურუგვაიმ კი რუსეთს 33:5.

B-ჯგუფის მეორე შეხვედრაში კი იაპონიის ნაკრებმა ზიმბაბვეს 37:24 აჯობა. საქართველოს და კანადის ნაკრებების მატჩის დაწყებამდე სტადიონზე დამსწრე გულშემატკივარს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლადო ვარძელაშვილმა, თბილისის მერმა გიგი უგულავამ და რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გია ნიჟარაძემ მიმართეს, გულშემატკივარს მსოფლიოს თასისი დაწყება მიულოცეს და საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებს წარმატება უსურვეს.

24 მაისი - 5 ივნისი.
თბილისი.
რაგბის მსოფლიოს თასი 20-წლამდელთა შორის.
A-ჯგუფი

სამოა - აშშ 48:11

ურუგვაი - რუსეთი 33:5

 

B-ჯგუფი

საქართველო - კანადა 38:9

იაპონია - ზიმბაბვე 37:24


საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა
სამინისტროს პრესსამსახური
Share

დააკომენტარეთ




         

უსაფრთხოების კოდი
განახლება

ბანერი