განახლდა:03:01:34 AM GMT

>>> სპორტი რაგბი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ 2011 წლის საუკეთესო სპორტსმენად მამუკა გორგოძე დაასახელა
ბანერი

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ 2011 წლის საუკეთესო სპორტსმენად მამუკა გორგოძე დაასახელა

ელ-ფოსტა ბეჭდვა
წაკითხულია 496 ჯერ   
ტექსტის ზომა Larger Font Smaller Font

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ 2011 წლის სპორტული სეზონი 28 დეკემბერს სასტუმრო რედისონში შეაჯამა. სამინისტროს ტრადიციულ საზეიმო ღონისძიებაზე ამჯერად 8 ნომინაციაში გამოვლინდნენ რჩეულები.

დასახელდა 2011 წლის საუკეთესო სპორტსმენი, 2011 წლის საუკეთესო გუნდი, 2011 წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი, 2011 წლის პარასპორტსმენი (შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სპორტსმენი), ასევე გამოვლინდებიან 2011 წლის საუკეთესო მსაჯები, 2011 წლის საუკეთესო სპორტული მენეჯერები და ასევე დასახელდნენ 2011 წლის 10 წარმატებულ სპორტის სახეობაში საუკეთესო შედეგის მქონე სპორტსმენები.

ნომინაციაში გამარჯვებულები სპორტისა და ახალაგზრდობის საქმეთა მინისტრმა - ვლადიმერ ვარძელაშვილმა დააჯილდოვა.

ღონისძიებაზე მინისტრმა წარმოადგინა 2011 წლის სპორტული სეზონის პრეზენტაცია და ასევე ისაუბრა 2012 წლის გეგმებზე.

დაჯილდოების ცერემონიალს, რომელზეც მოწვეულნი იყვნენ სხვადასხვა სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელები, ვეტერანი და მოქმედი სპორტსმენები, სამთავრობო უწყებებისა და მედიის წარმომადგენლები, სპორტული ჟურნალისტი - ოთარ გიორგაძე გაუძღვა.

სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პრესსამსახური
Share

დააკომენტარეთ




         

უსაფრთხოების კოდი
განახლება

ბანერი