განახლდა:03:01:34 AM GMT

>>> სპორტი ჩოგბურთი მამაკაცთა 15-ათასიანი ტურნირი ჩოგბურთში 11 ივლისს აიღებს სტარტს
ბანერი

მამაკაცთა 15-ათასიანი ტურნირი ჩოგბურთში 11 ივლისს აიღებს სტარტს

ელ-ფოსტა ბეჭდვა
წაკითხულია 473 ჯერ   
ტექსტის ზომა Larger Font Smaller Font

11-18 ივლისს ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიაში (მარჯანიშვილის 29) მამაკაცთა საერთაშორისო ტურნირი გაიმართება ჩოგბურთში, სადაც მონაწილეობას 16 ქვეყნის 64 ჩოგბურთელი მიიღებს. 11-12 ივლისს საკვალიფიკაციო ტურნირი ჩატარდება, 13-18 ივლისს კი ძირითადი ბადის შეხვედრები გაიმართება, სადაც უკვე 32 საუკეთესო ითამაშებს პირველობისათვის.

 

შეჯიბრება მეორედ ტარდება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის დაფინანსებით. შეჯიბრება იმართება როგორც ერთეულთა, ასევე წყვილთა თანრიგში. შეჯიბრების საპრიზო ფონდია 15 000 აშშ დოლარი. შეჯიბრება ტარდება ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის ( ITF) ეგიდით.

შეჯიბრების მონაწილენი აიღებენ ATP-ის (პროფესიონალ მამაკაცთა ასოციაცია) სარეიტინგო ქულებს. შეჯიბრების მთავარი მსაჯია საერთაშორისო კატეგორიის არბიტრი - ვლადიმერ ერგი (სერბეთი). შეჯიბრებაზე ველური ბარათით (WC) დაშვებულნი არიან საქართველოს ნაკრების გუნდის წევრები, რომლებიც 10-12 ივლისს ქაიროში ატარებენ “დევისის თასის“ შეხვედრას ეგვიპტის ეროვნულ გუნდთან - ხრიკაძე გიორგი, ითონიშვილი ნოდარი, თავხელიძე ალექსანდრე.

ძირითად ბადეში გასვლის შანსი სხვა ქართველ ჩოგბურთელებსაც ექნებათ, რომლებიც 11-12 ივლისს ტურნირის საკვალიფიკაციო რაუნდში ითამაშებენ. საკვალიფიკაციო ეტაპიდან ძირითად ბადეში 8 საუკეთესო მოხვდება. 18 ივლისს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში დაგეგმილია ტურნირის ფინალური შეხვედრის პირდაპირი ტრანსლაცია. ტურნირის საკვალიფიკაციო და ძირითადი ბადის შეხვედრები დილის 10:00 და 11:00 საათიდან აიღებს სტარტს.

ტურნირის დაწყებასთან დაკავშირებით, 10 ივლისს 14:00 საათზე ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიაში ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტი – ლეილა მესხი საგანგებო პრესკონფერენციას გამართავს. პრესკონფერენციას საქართველოს კულტურის, ძეგლთა დავცისა და სპორტის მინისტრი – ნიკოლოზ რურუა და სპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარე – დავით ნამგალაური დაესწრებიან.

 

სპორტის დეპარტამენტის პრესსამსახური

Share

დააკომენტარეთ




         

უსაფრთხოების კოდი
განახლება

ბანერი