მამაკაცთა საერთაშორისო ტურნირი ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიაში 11 ივლისიდან 19 ივლისამდე მიმდინარეობდა. ტუნრირში 18 ქვეყნის 70-მდე ჩოგბურთელმა მიიღო მონაწილეობა. ქართველი ჩოგბურთელებისათვის ტურნირი არცთუ წარმატებული გამოდგა, რაკი 9 ქართველიდან საუკეთესო შედეგი მერვედფინალში გასულმა ლაზარე კუხალაშვილმა აჩვენა. წყვილთა შორის გამარჯვება, ბრიტანულ-ირლანდიურმა წყილს - ჯეიმს პივერისა (დიდი ბრიტანეთი) და ბარი კინგის (ირლანდია) შემადგენლობით დარჩათ.
ერთეულთა და წყვილთა თანრიგებში გამარჯვებული და პრიზიორი სპორტსმენები საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა - ლეილა მესხმა და ფედერაციის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა - ემზარ ზენაიშვილმა დააჯილდოვეს.
ლეილა მესხი”: მადლობას გადავუხდი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტს, რომლის დაფინანსებით მართლაც კარგი ტურნირი ჩავატარეთ. ქართული ჩოგბურთისათვის სახელმწიფოს თანადგომას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. იმედია, სამომავლოდ მხარდაჭერა ასევე აქტიური იქნება და ეს ყოველივე ჩოგბურთის განვითარებას შეუწყობს ხელს. მნიშვნელოვანია, რომ ტურნირის მონაწილე ქართველმა ჩოგბურთელებმა მათთვის საჭირო სარეიტინგო ქულების მოპოვება მოახერხეს.”
სპორტის დეპარტამენტი პრესსამსახური

















