სოფო შაფათავამ ფინალის საგზური ნახევარფინალში თამარ კომახიძის 6:2, 6:3 ძლევით მოიპოვა, სალომე კვიტაშვილმა კი სალომე ჩაჩხუნაშვილი დამარცხა – 6:2, 3:6, 6:1.
მამაკაცთა შორის 17 ოქტომბერს მეოთხედფინალური დაპირისპირებები შედგება, 18 ოქტომბერს ნახევარფინალები გაიმართება, ფინალი კი 19 ოქტომბერს იქნება.
აღსანიშნავია, რომ ჩემპიონატში თავგამოჩენილებს გზა ეროვნული ნაკრებისკენ ეხსნებათ, ამიტომ შიდა პირველობაზე წარმატება ძალიან მნიშვნელოვანია.
სპორტის დეპარტამენტის პრესსამსახური

















