განახლდა:03:01:34 AM GMT

>>> სპორტი ჩოგბურთი შაფათავა და ცივაძე ჩემპიონები არიან
ბანერი

შაფათავა და ცივაძე ჩემპიონები არიან

ელ-ფოსტა ბეჭდვა
წაკითხულია 545 ჯერ   
ტექსტის ზომა Larger Font Smaller Font

გოგონებში პირველ ნომრად განთესილმა სოფო შაფათავამ ფინალური მატჩი მეორე ნომრად განთესილ სალომე კვიტაშვილს 6:0, 6:3 მოუგო და საქართველოს ჩემპონი გახდა. 

ვაჟებში გიორგი ცივაძემ იჩემპიონა, ვინც შეჯიბრზე მეორე ნომრად იყო განთესილი და განუთესავ თემურ ძაგნიძეს 6:3, 6:2 აჯობა. გოგონებში დაძაბული გამოდგა მესამე ადგილისთვის მატჩი, აქ დიანა დავითაიამ 3:6, 6:4, 7:5 სალომე ჩაჩხუნაშვილს მოუგო და ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა. ვაჟებში ბრინჯაოს მედალი გიორგი რევაზიშვილმა მოიგო, მან გადამწყვეტ შეხვედრაში ზვიად ცერცვაძეს ოილად აჯობა.

ცერცვაძემ პირველ სეტში 0:2 ჩამორჩენის შემდეგ მატჩის გაგრძელებაზე უარი თქვა. ჩემპიონ-პრიზიორები გოგონებშიც და ვაჟებშიც ფულადი პრემიებით დაჯილდოვდნენ. საქართველოს ჩემპიონს 1000 ლარი გადაეცა, მეორე ადგილოსანს 700, ხოლო ბრინჯაოს მედლის მფლობელს 350.

 

სპორტის დეპარტამენტის პრესსამსახური

Share

დააკომენტარეთ




         

უსაფრთხოების კოდი
განახლება

ბანერი