თვალებზე მაკიაჟის გაკეთებისას მთავარი მისი ფორმის გათვალისწინებაა. გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რათა დამალოთ ნაკლი, ხაზი გაუსვათ ღირსებას და აქცენტი თქვენს თვალებზე გაკეთდეს.
პატარა თვალები
- გამოიყენეთ ღია ფერის ჩრდილები, დაიტანეთ ზედა ქუთუთოზე წამწამიდან წარბებამდე;
- ნახევრად მუქი ჩრდილი დაიტანეთ ზედა ქუთუთოს ნაკეცზე;
- თვალის ფანქარი წაისვით თვალის შიდა ზედაპირზე წამწამების გასწვრივ;
- შედარებით ღია ფერის ჩრდილები გამოიყენეთ წარბის რკალის ქვემოთ;
- წარბებს მიეცით შესაფერი ფორმა. წარბის წვრილი რკალი ძალიან უხდება პატარა თვალებს, ვიზუალურად ფართოს და გამომსახველს ხდის მას.
ფართოდ ჩასმული თვალები
- საშუალო შეფერილობის ჩრდილები დაიტანეთ წამწამებიდან წარბებამდე;
- საშუალო ან მუქი შეფერილობის ჩრდილები წაისვით ზედა და ქვედა ქუთუთოს შიდა კუთხეში;
- ჩრდილები მთლიანად გაანაწილეთ თვალების გარე კუთხემდე, ეცადეთ ხაზი წამწამების გასწვრივ გადაატაროთ;
- ტუში წაისვით წამწამების ცენტალურ ნაწილში, მუქი ფენა ზუსტად შუაში დაიტანეთ;
ღრმად ჩამჯდარი თვალები
- გამოიყენეთ მსუბუქი შეფერილობის ჩრდილები და გაანაწილეთ ქუთუთოზე წარბებიდან წამწამებამდე;
- საშუალო შეფერილობის ჩრდილები ქუთუთოს ნაკეცს ზევით გადაისვით;
- აქცენტი თვალის შიდა კუთხეზე გააკეთეთ;
- ფანქარი რაც შეიძლება წვრილად და წამწამებთან ახლოს გადაისვით. თუ თვალები ძალიან ღრმადაა ჩამჯდარი , ფანქარი საერთოდ არ გამოიყენოთ;
- ტუში თანაბრად გაანაწილეთ წამწამებზე.
ვიწროდ ჩამჯდარი თვალები
- გამოიყენეთ ფერთა მსუბუქი გამა და გაანაწილეთ ზედა ქუთუთოს შიდა მხარეზე წამწამებსა და წარბებს შორის;
- საშუალო შეფერილობის ჩრდილი გადაისვით ზედა ქუთუთოს გარეთა მხარეს;
- ვერტიკალურად გადაისვით ღია ფერის ჩრდილი თვალის შიდა კუთხიდან გარეთას მიმართულებით და თანდათან გაადიდეთ;
- აქცენტი თვალის შიდა კუთხეებზე გააკეთეთ;
- წაისვით ტუში წამწამებზე, ქვედა მხარეს თვალის მხოლოდ გარეთა კუთხეში.
მრგვალი თვალები
- გამოიყენეთ მსუბუქი შეფერილობის ჩრდილები და გაანაწილეთ წამწამებსა და ქუთუთოს შორის;
- მუქი ჩრდილი ზედა ქუთუთოს ნაკეცზე გადაისვით;
- შედარებით მუქი ფერის ჩრდილი ზედა ქუთუთოზე მხოლოდ წამწამების გასწვრივ წაისვით;
- ტუში თვალის გარეთა კუთხეებში უფრო მეტად წაისვით.
შეშუპებული თვალები
- აქცენტი თვალი შიდა კუთხეზე გააკეთეთ და ძირითადი ფერის ჩრდილი გადაისვით;
- მუქი ფერის ჩრდილით ყველაზე მეტად შესიებული უბანი შენიღბეთ;
- ფანქარი მხოლოდ ზედა ქუთუთოზე წამწამების გასწვრივ წაისვით თვალის შიდა კუთხიდან გარეთას მიმართულებით;
- ტუში წაისვით ზედა წამწამზე.
დაქანებული ქუთუთოები
- მსუბუქი შეფერილობის ჩრდილი ზედა ქუთუთოს შუაში წაისვით;
- მუქი ფერის ჩრდილები ქუთუთოს მეტად დაქანებულ ნაწილზე წაისვით;
- მაკიაჟის გაკეთებისას აქცენტი წარბების შიდა ზღვარზე გააკეთეთ;
- არ გამოიყენოთ ფანქარი, რათა ხაზი არ გაესვას დაქანებულ ქუთუთოებს;
- ტუში წაისვით ზედა წამწამზე.
საწყალი თვალები
- მაკიაჟის გაკეთება ფანქრის წასმით დაიწყეთ. ფანქარი წამწამების გასწვრივ თვალის შიდა კუთხიდან გარეთას მიმართულებით წაისვით;
- ფანქარი გუგის დონეზე არ წაისვათ. ქვედა ქუთუთო შემოხაზეთ ზედას პარალელურად;
- საშუალო შეფერილობის ჩრდილი წაისვით ზედა ქუთუთოზე,ხოლო მუქი ნაკეცზე;
- დატუშეთ ფანქრის კონტური, ისე რომ ჩრდილი არ გადაფაროთ;
- ტუში წაისვით ზედა წამწამზე.
ჭკვიანი თვალები
- გამოიყენეთ მხოლოდ საშუალო შეფერილობის ჩრდილები და გადაისვით ზედა ქუთუთოზე;
- გამოიყენეთ მხოლოდ თხევადი ჩრდილები;
- ფანქარი წაისვით წამწამების გასწვრივ, კონტური გაამუქეთ თვალის გარეთა კუთხეში;
- ტუში მსუბუქად გადაისვით ზედა წამწამზე.
elen.ge










ყოფილი ამორალი, აღმოჩნდა მეცნიერებათა დოქტორი. 






კომენტარები