განახლდა:02:24:27 PM GMT

>>> სტილი კვება & ჯანმთელობა იმუნური სისიტემა
ბანერი

იმუნური სისიტემა

ელ-ფოსტა ბეჭდვა
წაკითხულია 2539 ჯერ   
ტექსტის ზომა Larger Font Smaller Font

იმუნიტეტი (ლათ. იმმუნიტას – რაიმესგან განთავისუფლება) გენეტიკურად უცხო ნივთიერებებისგან (ეგზოგენური – გარეგანი და ენდოგენური – შინაგანი ბუნების) ორგანიზმის დაცვის უნარს ეწოდება.

იმუნური სისტემა ყველა უჯრედის ერთობლიობაა, რომლის ძირითად ფუნქციას წარმოადგენს ორგანიზმის შინაგანი გარემოს მუდმივობის დაცვა ყველაფრისაგან, რაც გენეტიკურად უცხო ნიშნებს ატარებს. იმუნიტეტი ადამიანის ორგანიზმის დამცავი ბარიერია, გადამდებ დაავადებათა და მათ გამომწვევთა მიმართ ორგანიზმის შეუვალობაა.

იმუნური სისტემის ფორმირება ჯერ კიდევ მუცლადყოფნის დროს იწყება. ნაყოფს დედისგან იმუნური სისტემის ზოგიერთი მზა კომპონენტი გადაეცემა. ბავშვის დაბადების შემდეგ კი იმუნიტეტის შემდგომ განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი დედის რძეს აკისრია. ბავშვს დაბადებისთანავე უხდება შეეხება სხვადასხვა პათოგენურ მიკრობთან. იმუნური სისტემაც მაშინვე იწყებს მუშაობას, შემდეგ კი თანდათანობით ვითარდება და ძლიერდება.

იმუნური სისტემა ცენტრალური, პირველადი (ძვლის ტვინი, თიმუსი) და პერიფერიული, მეორადი (ლიმფური კვანძები, ელენთა, პეიერის ფოლაქები, აპენდიქსი და სხვ.) ორგანოებისგან შედგება.

იმუნური სისტემა თავის ფუნქციას ჰუმორულს (ანტისხეულებით განპირობებული) და უჯრედულს (T უჯრედებით განპირობებული) იმუნიტეტის მეშვეობით ახორციელებს.

იმუნური სისტემა სპეციალურ უჯრედებს (ლიმფოციტებს, T და B მაკროფაგებს) გამოიმუშავებს. ისინი განუწყვეტლივ მოძრაობენ, კარგად იციან საკუთარი ადგილი, ორგანიზმში გენეტიკურად უცხო უჯრედების – ანტიგენების აღმოჩენისთანავე მათკენ მიეშურებიან და ანადგურებენ.

გარდა ამისა, იმუნური სისტემის უჯრედები ყველა იმ ანტიგენს იმახსოვრებენ, რომლებთან შეხვედრაც უხდებათ. შედეგად ყოველი მომდევნო შეხვედრისას ორგანიზმის დამცავი რეაქცია უფრო და უფრო ძლიერდება. თუმცა არსებობენ ისეთი ანტიგენები, რომლებიც ხშირად იცვლიან გენეტიკურ ინფორმაციას და იმუნური სისტემა მათ "ვერ ცნობს", შესაბამისად ვერც ორგანიზმის სათანადო დაცვას უზრუნველყოფს.

გაზაფხულზე იმუნური სისტემის ფუნქციონირება ლაბილურია (არამდგრადი), რაც რამდენიმე ფაქტორით არის განპირობებული. ერთ-ერთი მათგანი კლიმატური გარემოა. ცივი კლიმატი იმუნური სისტემის ფუნქციონირებას ასუსტებს. შედეგად გარემოს დაბალი ტემპერატურის დროს მატულობს ინფექციური დაავადებების სიხშირე.

იმუნური სისტემის ლაბილურობა განსაკუთრებით მარტის თვეში იჩენს თავს, როცა კლიმატური პირობები ცვალებადობს. გაზაფხულზე ორგანიზმში ვიტამინების დეფიციტიცაა, რაც კვების თავისებურებით აიხსნება – წელიწადის ამ დროს ადამიანი ვერ იღებს საჭირო რაოდენობით სრულფასოვან და ბალანსირებულ საკვებს (ხილს, ბოსტნეულს). შედეგად ორგანიზმი გაზაფხულს ვიტამინების დეფიციტით ხვდება.

იმუნიტეტი შეიძლება იყოს თანდაყოლილი (ბუნებრივი, არასფეციფიკური) ან შეძენილი (სპეციფიკური); ჰუმორული ან უჯრედული; ადგილობრივი, დედის და ა.შ.

კლინიკური ნიშნები 

იმუნური სისტემის დაქვეითების ნიშნებია:

  • ხშირი და ხანგრძლივი გაციებები;
  • ქრონიკული ან განმეორებითი ინფექციური დაავადებები (ანგინა, პნევმონია, ოტიტი, ჰაიმორიტი, ნაწლავური ინფექციები, სოკოვანი დაავადებები);
  • მუდმივი სუბფებრილური ტემპერატურა 37-38ºC;

ამ სიმპტომების არსებობისას საჭიროა იმუნური სისტემის შემოწმება. გაითვალისწინეთ! იმუნიტეტის დაქვეითება არ ვლინდება საერთო სისუსტით, ტკივილებით სხეულის სხვადასხვა ადგილას, უსიამოვნო შეგრძნებით.

დიაგნოსტიკა და მკურნალობა 

თუ შეინიშნება იმუნური სისტემის შესუსტება, ადამიანი ხშირად ცივდება, აღენიშნება ესა თუ ის ინფექცია, იმუნური სისტემის სტატუსის განსაზღვრის მიზნით რეკომენდებულია სპეციალური გამოკვლევების ჩატარება. იმუნური სისტემის ფუნქციონირების დაქვეითებისას ინიშნება იმუნომაკორეგირებელი თერაპია მედიკამენტებით. თუმცა იმუნური სისტემის მაჩვენებლების დაქვეითების დროს ყოველთვის არ არის რეკომენდებული მედიკამენტოზური თერაპია.

პრეპარატები ხელს უწყობს იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას. თერაპიის დროს ინიშნება ისეთი პრეპარატები, რომლებიც მოქმედებს იმუნური სისტემის ამა თუ იმ რგოლზე და მის სტიმულაციას იწვევენ. მათ რიცხვს მიეკუთვნება: იმუნოგლობულინები, ინტერფერონები, მედიკამენტები, რომელებიც ბაქტერიების უჯრედების კომპონენტებს შეიცავენ.

რეკომენდაციები 

გაითვალისწინეთ! ვირუსული ინფექციის დროს არ არის რეკომენდებული მედიკამენტების მიღება, თუკი არ აღინიშნება ბაქტერიული გართულებები: მენინგიტი, ფილტვების ანთება – პნევმონია და სხვ. ამასთან, თუკი სხეულის ტემპერატურა 39ºC-ია, რეკომენდებული არ არის სიცხის დამწევი პრეპარატების მიღება. მაღალი ტემპერატურა ვირუსებს ანადგურებს, ხოლო ანტიბიოტიკების მიღება ხელს უწყობს ორგანიზმში ბაქტერიების მდგრადი შტამების ჩამოყალიბებას. შემდეგ ანტიბიოტიკების მიღების საჭიროებისას მათი ეფექტურობა მნიშვნელოვნად მცირდება.

ვიტამინები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისათვის. ისინი ხელს უწყობენ ნივთიერებათა ცვლისა და საჭმლის მონელების პროცესებს. იმუნური სისტემის მუშაობისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია A და C ჯგუფის ვიტამინები. თუმცა C ვიტამინის ხშირად მიღება რეკომენდებული არ არის.

გაითვალისწინეთ! იმუნიტეტის ამაღლების მიზნით არ არის გამართლებული სპირტიანი სასმელების მიღება. მათ ანტივირუსული მოქმედება არ გააჩნიათ. პირიქით, ისინი ასუსტებენ იმუნიტეტს, ზრდიან ორგანიზმის ინფექციების მიმართ მდგრადობას. რეკომენდებული და სასარგებლოა ნივრის მიღება. მასში შემავალი ფიტონციდები ანტივირუსული ეფექტით ხასიათდებიან. ძალზე სასარგებლოა ნატურალური, სუფთა ღვინო. მისი ზომიერი მიღება ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლის პროცესებს. თუმცა გადაჭარბებული მიღება იმუნური სისტემის ფუნქციონირების შეფერხებას იწვევს.

დასუსუტებული იმუნიტეტის გაძლიერების მიზნით მნიშვნელოვანია ვიტამინების დეფიციტის შევსება. აუცილებელია სრულფასოვანი და ბალანსირებული კვება. სასურველია ფიზიკური ვარჯიში და კლიმატოთერაპია.

Share

კომენტარები 

0 # agel 2011-09-30 16:04  
მოგესალმებით!
მოკლედ მინდა შგახსნოთ, რომ დაივიწყეთ ეს ვიტამინების მიღება ტაბლეტებით, ეს უკვე ევროპაში მოძველებული მეთოდია.

კომპანია agel–ი გვთავაზობს ინოვაციურ და მოდიფიცირებულ იმუნიტეტის გამაძლერებელს, რომელიც გელის სახით წარმოგვიდგინა და რომელშიც შედის ის მულტივიტამინები რომელიც ადამიანის სხეულს, ყოველდღიურ რაციონში ესაჭიროება.
დეტალური ინფორმაციისათვი ს ეწვიეთ საიტს

http://www.ateamgeorgia.com/p/blog-page_5151.html
ციტირება
 
0 # ვერა 2010-12-24 21:47  
დიდი მადლობა ინფორმაციისატვი ს! როდესაც ადამიანს აქვს გერპესი 1ტიპის და დაუსვეს დიაგნოზი დასუსტებული იმუნიტეტი რა მედიკამენტებია მიზანშეწოლილი და არის თუარა კარგი კლარიტინის მიღება ციტირება
 

დააკომენტარეთ




         

უსაფრთხოების კოდი
განახლება

ბანერი