განახლდა:05:30:35 AM GMT

ბანერი

ნევროზი

ელ-ფოსტა ბეჭდვა
წაკითხულია 4920 ჯერ   
ტექსტის ზომა Larger Font Smaller Font

ნევროტული მდგომარეობა, ე.წ. ნევროზი, პათოლოგიური მდგომარეობაა, რომელსაც ფსიქიატრიულსა და ნევროლოგიურ დაავადებებს შორის გარდამავალი ადგილი უჭირავს. მათ შორისაა: ნევრასთენია, ისტერია ანუ დისოციაციური (კონვერსიული) აშლილობა და ე.წ. პანიკური შეტევები.

გამომწვევი მიზეზები

ნევროზების ჩამოყალიბებას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს, ესენია: ადამიანის ფსიქოლოგიურ-ფიზიოლოგიური თავისებურებანი, ფსიქოემოციური ზემოქმედება, სტრესები და ჰორმონული მოშლილობანი.

ადამიანი მუდმივად განიცდის გარესამყაროსთან ადაპტაციას (შეგუებას), რასაც სამი ძირითადი სისტემა ახორციელებს: ნერვული (მისი ვეგეტატიური ნაწილი), ენდოკრინული და იმუნური. ადაპტაციის სამივე სისტემა მოთავსებულია თავის ტვინის იმ უბანში, სადაც არის ემოციის განმსაზღვრელი სტრუქტურა. ამიტომ ყოველი სისტემის ნებისმიერი ცვლილება ემოციურ სფეროში ცვლილებებსაც განაპირობებს.

ენდოკრინული მოშლილობით გამოწვეული ნევროზები ვითარდება მხოლოდ სერიოზული ჰორმონული ცვლილებების დროს. მაგ., ნევროლოგიური ცვლილებები აღინიშნება ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქციის (მომატებული ფუნქციონირება), ძლიერი თირეოტოქსიკოზის ან, პირიქით, მისი ფუნქციის დაქვეითების – ჰიპოთირეოზის დროს.

ნევრასთენია ანუ ნერვული დაძაბუნება

დაავადების განვითარების მთავარი მიზეზი ხანგრძლივი ემოციური გადაძაბვაა, რომელიც ნერვულ სისტემას ფიტავს. მის განვითარებას ხელს უწყობს ძილის, შრომისა და დასვენების ურთიერთშენაცვლების რაციონალური რეჟიმის სისტემატური დარღვევა, ყოფა-ცხოვრების მძიმე პირობები, სისტემატური ნეგატიური ემოციური განცდები ოჯახსა და სამსახურში.

ნევრასთენიით დაავადებულს, როგორც წესი, აღენიშნება მომატებული აგზნებადობისა და ადვილად დაღლის (ასთენიის, შრომის უნარის დაქვეითების) სიმპტომთა თანაარსებობა. ასეთი ადამიანი, ჯანმრთელისგან განსხვავებით, მცირე გამღიზიანებელს პასუხობს ჭარბი აგზნებით, რომლის შეკავების უნარი დაქვეითებული აქვს. ფიცხი ხდება – სწრაფად აღიგზნება, მაგრამ მალევე მშვიდდება.

კლინიკური სურათი

ნევრასთენიის კლინიკური გამოვლინებები მრავალფეროვანია. ასეთ ადამიანს აწუხებს სიმძიმის ანდა თავზე "სალტის მოჭერის" შეგრძნება, უსიამოვნო შეგრძნებები სხეულში, ცოტა სძინავს, შემზარავ სიზმრებს ხედავს, ადვილად და ხშირად იღვიძებს. დილით გამოღვიძებისას ძილით დაკმაყოფილების შეგრძნება არ აქვს, მოდუნებულია, სტკივა თავი.

საბოლოოდ იცვლება მისი დამოკიდებულება გარემოსადმი – იგი ძნელად ასატანი ხდება ოჯახში, სამსახურში, საზოგადოებაში, რაც, თავის მხრივ, უფრო აძლიერებს ავადმყოფურ მდგომარეობას.

სომატიზირებული ან კონვერსიული აშლილობა (ისტერია) ისტერიის მეცნიერული შესწავლა დაიწყო XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან. ამაში დიდი წვლილი ფრანგ მეცნიერებს მიუძღვით. შემდეგ ტერმინი "კონვერსია" ზიგმუნდ ფროიდმა იხმარა, რომელიც იტევდა თანამედროვე წარმოდგენას იმის შესახებ, რომ პაციენტისთვის მიუღებელი ფსიქიკური მდგომარეობანი ნეიტრალდება სომატურ (ფიზიკურ) ჩივილებად გარდაქმნის შედეგად.

კლინიკური სურათი კონვერსიული აშლილობის კლინიკური გამოვლინება ნაირსახოვანი და ცვალებადია. ავადმყოფს ახასიათებს გუნება-განწყობის ხშირი, ადვილი და სწრაფი ცვლა თვალსაჩინო მიზეზის გარეშე, ჭირვეულობა, ეგოცენტრიზმი, ექსტრავაგანტულობა, ავადმყოფურად ძლიერი ფანტაზია, თვითშთაგონება. ასეთი პიროვნება ცდილობს განაცვიფროს ირგვლივ მყოფნი და მათი ყურადღების ცენტრში იყოს. ხშირად იმპულსურად იქცევა, ემოციებს გადაჭარბებული თეატრალური ფორმით გამოხატავს.

ხშირია სომატოფორმული აშლილობისათვის დამახასიათებელი - კუჭ-ნაწლავის (ტკივილი მუცლის არეში, გულისრევა, უსიამოვნო გემო პირში), გულ-სისხლძარღვთა (ქოშინი დაძაბვის გარეშე, ტკივილი გულ-მკერდის არეში), შარდსასქესო (ხშირი შარდვა) დაავადებათა – სიმპტომები.

კონვერსიულ აშლილობათაგან თავს იჩენს ერთი ან მეტი ნევროლოგიური სიმპტომი, რომლებიც ნებითი მოძრაობისა და მგრძნობელობის დარღვევებს უკავშირდება. გარდა ამისა, ვითარდება კრუნჩხვითი გულყრები გონების დაუკარგავად, მოტორული აგზნების ქარიშხალი, ტრიზმი (საღეჭი კუნტების სპაზმი), ყრუმუნჯობა.

აღნიშნული სიმპტომები არ არის განზრახ გამოწვეული (სიმულირებული). მათი არსებობა უშუალოდ დაკავშირებულია ფსიქოლოგიურ კონფლიქტთან ან სტრესულ ფაქტორთან.

მკურნალობა

ნევროზის ეფექტური მკურნალობისათვის უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება მდგომარეობის გამომწვევი მიზეზის სწორ ამოცნობას და შესაბამისი პრეპარატის დანიშვნას. მნიშვნელოვანია დაავადების დროული დიაგნოსტიკა და შესაბამისი მკურნალობა. მკურნალობა ხორციელდება როგორც მედიკამენტური, ასევე არამედიკამენტური, ფსიქოტროპული მეთოდების კომპლექსური გამოყენებით, შრომისა და აქტიური დასვენების რაციონალური რეჟიმის დაცვით, ფსიქოტრავმულ გავლენათა აცილების მიზნით ოჯახსა და სამსახურში ხელსაყრელი პირობების შექმნით.

ენდოკრინული მოშლილობით გამოწვეული ნევროზის დროს აუცილებელია ადამიანის ჰორმონული დონის გათვალისწინება: რომელი ჰორმონის სიჭარბეს ან ნაკლებობას განიცდის და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ადეკვატური მკურნალობა შესაბამისი ფსიქოტროპული პრეპარატით. მაგ., ორგანიზმში მასტიმულირებელი ჰორმონების სიჭარბისას სხვა პრეპარატი ინიშნება, (შემკავებელ) ჰორმონთა დონის მომატებისას კი – სხვა.

ადამიანს, რომელსაც აკვიატებული იდეა აწუხებს, როგორც წესი, სეროტონინის დეფიციტი აღენიშნება. ამ დროის უნიშნავენ ფსიქოტროპულ პრეპარატს, რომელიც დეფიციტური ჰორმონის კონცენტრაციას ზრდის.

გაითვალისწინეთ! მწვავე ნევროზის შემთხვევაში ბალახეული პრეპარატებით მკურნალობა საკმარისი არ არის. მწვავე პროცესის განკურნების შემდეგ კი უკვე შესაძლებელია მათი მიღება.

მნიშვნელოვანია პრეპარატის სწორი შერჩევა. პრეპარატების მიღება მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ არის მიზანშეწონილი!

გაითვალისწინეთ! კატაბალახას ნაყენის მომზადებისას მცენარის მოხარშვა არ არის მიზანშეწონილი, რადგან ამ დროს ამინომჟავების უმეტესი ნაწილი იკარგება. ეფექტის შენარჩუნებისთვის კატაბალახას ანადუღარი, ოდნავ გაგრილებული წყალი უნდა დაესხას და ხანგრძლივად დაყენდეს.

შფოთვითი აშლილობები 

ფსიქიატრიულ აშლილობებს შორის შფოთვითი აშლილობანი ყველაზე ხშირია. შფოთვით აშლილობებს შორის ყველაზე მეტია ფობიები (53%). მათ მოსდევს შიში ცხოველების (43%), სტიქიური უბედურების, კატასტროფებისა (41%) და მძიმე სოციალური პირობების მიმართ (29%). ჩვეულებრივ ადამიანი ცდილობს თავი აარიდოს შიშის მომგვრელ ობიექტს ან გარემოს. თუმცა ის აცნობიერებს თავისი შიშის ირაციონალობას.

ფობია კონკრეტული ობიექტის, ქმედებისა თუ სიტუაციის მდგრადი და განუპირობებელი შიშია. მას ან არ გააჩნია რეალური საფუძველი, ან გაცილებით აღემატება პოტენციურ მუქარას.

გამომწვევი მიზეზი

ფობიების განვითარებაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება გენეტიკურ ფაქტორებს, რომლებიც სტრესული გარემო ფაქტორის მოქმედებისთანავე ვლინდება. ანუ მიდრეკილება ფობიების მიმართ შთამომავლობით გადაეცემა და მის კლინიკურად გამოაშკარავებას კონკრეტული ადამიანისთვის სპეციფიკური გარემო ფაქტორები სჭირდება.

ფობიები უფრო მეტად უვლინდებათ დაბალი განათლების, მცირე შემოსავლის მქონე, მარტოხელა ან მშობლებთან ერთად მცხოვრებ ადამიანებს, ქალებს.

სოციალური ფობია. ხშირია საჯარო გამოსვლის, უცნობებთან ურთიერთობის, უცხო საზოგადოების წინაშე ჭამის შიში. ადამიანს ჰგონია, რომ საზოგადოება მის მიმართ კრიტიკულად არის განწყობილი. ჩნდება უხერხულობისა და უმწეობის განცდა. შედეგად პიროვნება ერიდება საზოგადოებრივ თავყრილობებს და ხშირად ასეთ გარემოში პანიკის მსგავსი შეტევები ეწყება. ეს ქრონიკული მდგომარეობაა, რომელსაც ადამიანი ზოგჯერ სრულ იზოლაციამდე მიჰყავს.

სოციალური ფობია ბავშვობის ან ყმაწვილობის ასაკში იწყება. მას ორი სხვადასხვა ტიპის მიმდინარეობა ახასიათებს: იზოლირებული სოციალური ფობია, რომელიც უახლოვდება მორიდებას, როგორც პიროვნების გარკვეულ ქცევით მოდელს და გენერალიზებული სოციალური ფობია, რომლის დროსაც ვლინდება პიროვნების შიში მთელ რიგ სოციალურ ვითარებებში. ეს უკანასკნელი საგრძნობ ტრავმას აყენებს პიროვნებას და სერიოზულად ზღუდავს მის სოციალურ და სამსახურებრივ აქტივობას. ასეთ ადამიანებში ხშირია ალკოჰოლიზმისადმი მიდრეკილება და ხანგრძლივი დეპრესია.

აგორაფობია არის ისეთი ადგილებისა და ვითარების შიში, საიდანაც პიროვნებას გაუჭირდება თავის დაღწევა. ტიპური ვითარება, რომელსაც თავს არიდებს აგორაფობიური ადამიანი, არის ხალხში ყოფნა, მარტო მგზავრობა ხალხმრავალი საზოგადოებრივი ტრანსპორტით და ა.შ.

კლაუსტროფობია – დახურული სივრცეების შიში – სპეციფიკური ფობიების სახეობას მიეკუთვნება. ამ ჯგუფს ახასიათებს ცალკეული სიტუაციისა თუ ობიექტის მაგ., ცხოველების (ხოჭოების), გარემოს (სიმაღლის ან ჭექა-ქუხილის), სისხლის (ინიექციების) და რაიმე ვითარების (სტომატოლოგიური კაბინეტის ან ჰოსპიტალის) შიში. სპეციფიკური ფობიების მქონე ადამიანებში ეს შიშები არ იწვევს რაიმე დიდ უხერხულობას ან ცხოვრების ხარისხის დაქვეითებას.

ფობიური ნევროზი ისეთი მდგომარეობაა, სადაც აშკარაა პიროვნების შიში რაიმე მოვლენის მიმართ. ასეთ დროს ნებისმიერი შემდგომ განვითარებული კლინიკური სურათი და ჩივილი გამოკვეთილად არის დაკავშირებული კონკრეტულ სიტუაციასთან.

შიშის ნევროზი შეტევითი ან გამუდმებული შფოთვის ფორმაა, რომელიც სპონტანურად ანუ მკაფიოდ გამომწვევი მიზეზის გარეშე ვითარდება. ცნობილია მისი ორი სახე – პანიკური აშლილობა და გენერალიზებული შიში.

პანიკური აშლილობის მქონე პაციენტებს ახასიათებთ ასევე ნაადრევი შფოთვა ანუ შემდგომი შეტევის შიში. პანიკური აშლილობა იწყება 20 წლის ასაკის შემდეგ და მკვეთრად ჭარბობს ქალებში.

პანიკურ აშლილობას ახასიათებს გამწვავების პერიოდები. თუ მკურნალობა დასაწყისშივე ჩატარდა, პროგნოზი დადებითია. მკურნალობის გარეშე იზრდება აგორაფობიის განვითარებისა და ცხოვრების ხარისხის მკვეთრი დაქვეითების რისკი. ადამიანი შინ იკეტება და ახლობლის თანხლების გარეშე გარეთ არ გამოდის.

რა ვითარებაში შეიძლება გამოვლინდეს ესა თუ ის ფობია, რთული განსასაზღვრია. მნიშვნელოვანია, რომ ადამიანი რაიმე სტრესის გამომწვევ მოვლენას (მაგ., ქირურგიულ ჩარევას, გამოცდას, ჯვრისწერასა და ა.შ.) ფსიქოლოგიურად მომზადებული შეხვდეს. ამ დროს მეგობრების მხარდაჭერა და ზომიერი ავტოტრენინგოთერაპია საუკეთესო დამხმარეა.

გაითვალისწინეთ! ადამიანები სპეციფიკური (ცალკეული) ფობიით, რომელთაც შეუძლიათ გაქყვიტონ მაპროვოცირებელ ფაქტორთან კონტაქტი, მკურნალობის გარეშეც ინარჩუნებენ ადგილს საზოგადოებაში. მაგრამ თუ შფოთვითი აშლილობა უკვე ჩამოყალიბდა და ცხოვრება ამის გამო გართულდა, აუცილებელია მკურნალობა.

გაითვალისწინეთ! სპეციფიკური ფობიები იწყება ადრეულ ბავშვობაში და მკურნალობის გარეშე ადამიანს დიდხანს მიჰყვება. ამიტომაც, თუ გამოვლინდა რაიმე შფოთვის ან შიშის მიზეზი, თუნდაც ბავშვობის ასაკში, აუცილებელია კვალიფიციური ექიმის კონსულტაცია, რათა დადგინდეს ხანგრძლივი თერაპიის საჭიროება. ზოგჯერ მხოლოდ რჩევაც საკმარისია.

მკურნალობა

მკურნალობა გულისხმობს მედიკამენტების, ასევე ფსიქოლოგიური მხარდაჭერის გამოყენებას პრობლემის დასაძლევად. მნიშვნელობა ენიჭება, თუ შფოთვის რომელი ფორმას დაადგენს ექიმი. ხშირად ფარმაკოლოგიურ საშუალებებთან ერთად ინიშნება ფსიქოთერაპიაც.

გაითვალისწინეთ! ნევროზული მოშლილობის ნებისმიერი სახის გამოვლენისას საჭიროა ფსიქონევროლოგის კონსულტაცია.

რეკომენდაციები:

ახალგაზრდებმა მარტივი იზოლირებული ფობიების დროს (ფრენისა და ნავზე ყოფნის შიში) ამ სიტუაციებში მოხვედრამდე 30-45 წუთით ადრე უნდა მიიღონ პროპრანოლოლის (ბეტა-ადრენობლოკატორი) 10-20-მგ, ან (ზრდასრულმა ადამიანებმაც) – წინასწარ უნდა დალიონ ბენზოდიაზეპინები მცირე დოზით (კლონაპეზამი 0,25მგ; დიაზეპამი 2,5მგ; ალპრაზოლამი 0,5მგ).

Share

კომენტარები 

0 # ალექსანდრე 2012-01-13 18:38  
აუ იქნება მეც მირჩიოთ რამეე. ე.ი. იცით რა ხდება ჩემს თავს პირველ რიგში ერთი ადამიანის გარეშე ვერ ვიძინებ ასე მგონია მაგის გვერდზე თუ არ ვწევარ ცუდად გავხდები და მეორეც ისაა რამის რომ მეშინია გულის რევის შეგრძნება მაქვს ხოლმე ძალიან მაგარი ან კიდე რამე რომ ამტკივდება ასე მგონია ამან რომ აღარ გამიაროს რა ვქნა მეთქი და ეგრევე გულის რევის შეგრძნება მეწყება და ვკანკალებ. ხან იმაზეც ვფიქრობ ხოლმე რომ ფსიქოლოგმაც რო მარ მისჰველოს მეთქი მერე მთელი ცხოვრება ნევროზიანი დავრჩები და დავიტანჯები. აქ კიდე ვერ ვწერ ისეთ რაღაცეებს მოკლედ მიხვდებით ჩემს გასაჭირს და თუ შეგიძლიათ რამე მირჩიეთ რაა ციტირება
 
0 # გიო 2011-12-14 04:17  
რავეეე მე ესე მგონია რატომგაც ტო ციტირება
 
0 # გიო 2011-12-14 04:16  
მე მაგალიტად სუნთქვას მირგვევს და გამებს ვატენებ არმეზინება ხან დილის 6 ხან 7 ვცვებიი და 4 ვიგვიზებ და გარეტ გასვლა მეზარება სულ,, მესჩლება ნევრებიი აგზენას მიჩნდება ქალებიი მაგ დროს მკურნალობს ადამიანს ციტირება
 
0 # გიო 2011-12-14 04:13  
სუუნთქვასტაან როგორ ხართ ცოთა არგიჩირტ ციტირება
 
0 # ანიი 2011-11-02 00:13  
გამარჯობათ. ვარ 18 წლის გოგო და მაქვს ნერვოზული ფონი. ძირითადად ვცდილობ ვიყო მარტო.ან ვიძინო ან ჩავიკეტო.მიყვრს სიწყნარე. ოდნავ ხმაურზეც ნერვები მეშლება.ხშირია ისეთი შემთხვევები, როდესაც ელემენტარულ რაგაცეებზე ნერვები მეშლება და ტირილს ვიწყებ. მეგობრებს აღარ ვეკოტაქთები არავისთან საუბრის სურვილი არ მაქვს.ყოველდღიურად დღეში 6-7 საათი მაინც უხასიათოდ ვარ. ვფიქრობ არარეალურ რაღაცეებზე და ვეჭვიანობ ყველაფერზე.სულ ვპიქრობ რომ მალე მოვკვდები და ცუდი შეგრძნებები მაქვს. ძალიან ხმამაგალი და გულახდილი საუბარი გამომივიდა, მაგრამ იქნებ მირჩიოთ რამეეეე :( ციტირება
 
0 # ნია 2011-10-14 03:50  
ზურას მინდა გამოვეხმაურო,
თქვენ რასაც ყვებით ძალიან გავს ჩემს მდგომარეობას აშკარად ნევროზი გაქვთ მაგრამ მგონია რომ კარგ ფსიქოლოგთან არ ყოფილხართ მე მსგავსი მდგომარეობიდან გამოვედი ფსიქოლოგის და
მოძღვრის დახმარებით, ესაა რომ თავის მოკვლაზე არასდროს მიფიქრია. მიმართეთ კარგ ფსიქოლოგს და გამოჯანმრთელდებ ით, არ არის ეგ ისეთი დაავადება, რომ არ ეშველოს.
გისურვებთ გამოჯანმრთელება
ციტირება
 
+4 # ზურა 2011-09-23 01:12  
მოგესალმებით, ვარ 20წლის 5თვეა ვიმყოფები ისეთ რთულ მდგომარეობაში საკუთარ თავს ვერ ვცნობ მაქვს გათიშვები ვარ მტლიანად მოწყვეტილი გარე სამყაროს თვალებში მუდვიდად მიბნელდება ხან სად ვარ ისიც არ ვიცი საშინელ სისუსტეს ვგრნობ იმდენად რთულია ჩემი მდგომარეობა რამდენჯერმე თავის მოკვლაზეც ვიფიქრე თუ ვინმე იმყოფებით ჩემნაირ მდგომარეობაში იქნება მომწეროთ, თითქმის ყველანაირი გამოკვლევა ჩავიტარე და არსად არაფერი მქონდა და საბოლოოდ ყველა ექიმმა ნერვოზი დამიდგინა მაგრამ არანაირი წამალი არ მშველის. თუ გადატანილი გაქვთ ასეთი დაავადება მომწერეთ როგორ გამოხვედით მდგომარეობიდან ციტირება
 
+1 # ნათია 2011-05-28 14:53  
ციტირება ნათია:
დევნილი გახლავართ აფხაზეთიდან, გადატანილი მაქვს დეპრესია, შიში სტრესი, ამჯამად მყავს მეუგლე და შვილები, მაქვს სამსახური მაგრამ ელემენტარულ პრობლემაზე ნერვიიული დაზაბულობის გამო კისრის არეში მიჩნნდება გამონაყარი ალაერგიის სახით, რომელიც გადადის ნახევარ საათში, ამ გამო მიჭირს საზოგადოებასთან ურთიერთობა ვიმკურნალე ბევრჯერ მაგრამ არაფერმა მისჰველა გთხოვთ მირჩიოთ რა დავლიო ან მეშველება საერთოდ?

იმდენად მაყრის ჭინჭრის ციებ-ცხელება გეგონებათ და ეს გამონაყარი მაქვს კისრის არეში ფოთოლ-ფოთოლ. ვერ ვუმკლავდები ამ პრობლემას გთხოვთ დამეხმაროთ ან მეილზე გამომიგზავნეთ რეკონენდაცია. რისთვისაც წინასწარ გიხდიტ დიდ მადლობას…
ციტირება
 
+3 # ნათია 2011-05-28 14:45  
დევნილი გახლავართ აფხაზეთიდან, გადატანილი მაქვს დეპრესია, შიში სტრესი, ამჯამად მყავს მეუგლე და შვილები, მაქვს სამსახური მაგრამ ელემენტარულ პრობლემაზე ნერვიიული დაზაბულობის გამო კისრის არეში მიჩნნდება გამონაყარი ალაერგიის სახით, რომელიც გადადის ნახევარ საათში, ამ გამო მიჭირს საზოგადოებასთან ურთიერთობა ვიმკურნალე ბევრჯერ მაგრამ არაფერმა მისჰველა გთხოვთ მირჩიოთ რა დავლიო ან მეშველება საერთოდ? ციტირება
 
0 # beru 2010-03-11 16:26  
მოგესალმებით მაია,
უაღრესად აქტუალურ, ამ მსჯელობათა ტექსტი, სპეციალიზირებულ ლიტერატურაში არსებულ ფორმებს იმეორებს. ავტორის პოზიცია სადაა? ერთ წერილში ნევროტული მდგომარეობის, ფობიების, სტრესების, შიშების და ა.შ. სიმტომების სქოლასტიკური აღწერის, მკურნალობის აუცილებლობაზე მოწოდების და ა.შ. ნაცვლად, გარდამავალ სოციალ-პოლიტიკურ და ეკონომიკურ რეალობათა პირისპირ მდგარ ქვეყნებში (არამარტო საქართველო) ინდივიდთა ფსიქიკაზე, საზოგადოებრივ ღირებულებათა ტრანსფორმაციის პროცესში არსებული მოსახლეობის ფსიქიკაზე მოქმედი ფაქტორების კონკრეტიკით რატომ არ დაინტერესდდებით ?
ვიხსენებ ყურმოკრულ (სათქმელის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მკითხველს პატიებას ვთხოვ ამგვარი არაკორექტული ფორმის გამო) ფრაზას, წყევლაა თურმე ასეთი: "გეცხოვროს დიდ ცვლილებათა ეპოქაში".
პატივისცემით, გიორგი
ციტირება
 

დააკომენტარეთ




         

უსაფრთხოების კოდი
განახლება

ბანერი