განახლდა:02:24:27 PM GMT

>>> სტილი კვება & ჯანმთელობა ქალები და ჭარბი წონა
ბანერი

ქალები და ჭარბი წონა

ელ-ფოსტა ბეჭდვა
წაკითხულია 3320 ჯერ   
ტექსტის ზომა Larger Font Smaller Font

მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციამ საგანგაშო ინფორმაცია გაავრცელა. დედამიწაზე ერთი მილიარდი ადამიანი ზედმეტ წონას უჩივის ,ხოლო ოთხასი მილიონი სიმსუქნისგან იტანჯება.

შეიძლება ძველმოდურად მოგეჩვენოთ, მაგრამ წონის დაკლების ერთადერთ საშუალებად ექიმები მიანც კვების შემცირებასა და ფიზიკურ დატვირთვას ასახელებენ.

თუმცა აღსანიშნავია,რომ საშუალო ასაკის ქალბატონებმა დღეში ერთი საათი ფიზიკურად მხოლოდ იმიტომ უნდა ივარჯიშონ, რომ საკუთარი წონა შეინარჩუნონ და არ გასუქდნენ.

არადა, ცხოვრება მართლაც ხან რა უსამართლოა...

ამაში მაშინ დავრწმუნდი,როცა გავიგე,რომ ქალების ორგანიზმში ბევრად უფრო მეტი ცხიმი გროვდება ,მიუხედავად იმისა,რომ ისინი მამაკაცებთან შედარებით, ბევრად უფრო ნაკლებად კალორიულ საკვებს იღებენ.

ასევეა ფიზიკური ვარჯიშთან დაკავშირებითაც.თანამედროვე მამაკაცს თავისუფლად შეუძლია ყოველდღიურად თითო საათი საკუთარი ფორმის შენარჩუნებისთვის გამოძებნოს,ქალი კი სამსახურთან და ოჯახის საქმეებთან ერთად ამას ვერ ახერხებს.

შეერთებულ შტატებში ქალებისთვის ერთი იოლი გამოსავალი არსებობს,აარიდო თავი ოჯახური სადილის მომზადებას და სწრაფი კვების პროდუქტის დახმარებით ის დღე იოლად გადააგორო.

თუმცა აღსანიშნავია,რომ მსგავსი პროდუქტებით კვება წონაში ძალზე ამატებინებს ადამიანს და ზედმეტი კილოგრამების დაგროვებაში ხელს უწყობს.

მაგრამ ძალზე ბევრი ქალი შეგუებულია ცხოვრები ამ წესს და თანახმაა სწრაფი კვების პროდუქტით დაგროვილი კილოგრამები სპორტულ დარბაზში ყოველდღიური ვარჯიშით დაიკლოს.

„ვარჯიში მაძლევს საშულაებას წონა შევინარჩუნო და ჯანმრთელობა გავიუმჯობესო“

ამბობს ს ჯეინ ჰოლმსი.

„ ფიზიკური დატვირთვის საშუალებით მუდმივად ერთ წონას ვინარჩუნებ“-სიხარულით აღნიშნავს ჯეინ დავერნი.

შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით,1991და 2000წლებამდე ამერიკის მოსახლეობაში ჭარბი წონის მქონე ადამიანების რაოდენობამ მკვეთრად იმატა და საერთო რიცხვის სამოცი პროცენტი შეადგინა.

დღესდღეობით პლანეტაზე ერთ მილიარდამდე მსუქანი ადამიანი ცხოვრობს.

თუმცა ამ ფონზე ,მაშინ როცა ყველა საშუალო ასაკის ქალბატონი ზედმეტი გრამის მომატებას ავადმყოფურად განიცდის,მეცნიერები ამ მათ კატეგორიულად აფრთხილებენ, დიეტა არ დაიცვან და მხოლოდ საკუთარი წონის შენარჩუნებაზე იზრუნონ.

აღსანიშნავია,რომ საშუალო და ხანდაზმული ასაკის ჭარბი წონის ქალბატონები წონის ფიზიკური ვარჯიშის საშუალებით წონის დაკლებას ვერ ახერხებენ.მათ კვების გაკონტროლებით და ფიზიკური დატვირთვით მხოლოდ წონის შენარჩუნება და გაკონტროლება შეუძლიათ.

„თუ საშუალო ასაკის მქონე ქალბატონი მსუქანია ,მას ფიზიკური ვარჯიში წონის დაკლებაში ვერ დაეხმარება.“

აღნიშნავს დოქტორ აიმინ ლი ,რომელიც ქალთა ცენტრის ექიმი გახლავთ.

ამიტომაც ექიმები ურჩევენ საშუალო ასაკის ჭარბი წონის ქალბატონებს ზომიერად იკვებონ და ფიზიკურად მსუბუქად მხოლოდ იმიტომ დაიტვირთონ,რომ ქრონიკული დაავადებების,დიაბეტის, გულისა და კიბოს დაავადებებისგან თავი დაიცვან.

თუმცა ვისაც ძალზე დიდი წონა აწუხებს შეუძლია კალორიები შეკვეცოს და ყოველგვარი ფიზიკური ვარჯიშის გარეშე სასურველ წონამდე ისედაც დაიკლებს.

თამარ ნერგაძე
ამერიკის ხმა
ვაშინგტონი
Share

კომენტარები 

0 # ბიკლი 2011-05-05 09:14  
TAMAZI AMERIKELEBIS MTAVARI SIMSUKNIS MIZEZI SXVA RAMESHIA , ASE VTKVAT XALXIS PENA ROMLEBITS MSUQANTA RITSXVSHI IRITSXEBIAN ISINI GADASULEBI ARIAN PIZZA HAMBURGERI CHEESBURGERI COCA-COLA PEPSI-COLA , ES KVELAPERI SIMSUKNIS RATSIONIA , TORE IS XALXI ROMLEBITS DZALIAN SHORS ICHERENS TAVS AM SAKVEBISGAN ISINI KI ARIAN MSHVENIER MDGOMAREOBASHI , DILA ITSKEBA DA COCA-COLA UCHIRAVT XELSHI … DA AMITOMATS ARIAN MSUKNEBI . ციტირება
 
+1 # თიკა 2011-03-01 09:32  
თამაზი-ცდები ძამიკო.ერთი და იგივე დროს საკვების მიღება ,ეს არის საუკეთესო ადამიანის ორგანიზმისთვის.აი,რას გამოიყენებს საკვებად ეს ადამიანი,ამაშია მთელი პრობლემა.ახლა იმდენ ახალ და საკვებათ უვარგის გენმოდიფიცირებუ ლ ,მაპატიეთ და ნაგავს თავაზობენ ხალხს,თანაც არჩევანსაც არ უტოვებენ.დარწმუნებული ვარ,მალე დედამიწაზე ადამიანების რაოდენობა განახევრდება ,იმიტომ რომ მიდის მათი მასობრივი მოწამვლა. ციტირება
 
+1 # თამაზ 2010-08-19 09:15  
ამერიკაში ძალიან მჭამელი ხალხია,როგორც ქალები ასევე კაცები.
ბოდიში და კა არ ჭამენენ "თქვიფავენ"მე ასეთი ღორმუცელა ხალხი,სხვაგან არსად მინახავს.
ჭამენ დღეში სულ მცირე სამჯარ და ერთსა და იმავე დროს,რაც ჩემი აზრით ხელს უწყობს გასუქებას.
ადამიანურათ მეცოდება ეს ხალხი…
ციტირება
 

დააკომენტარეთ




         

უსაფრთხოების კოდი
განახლება

ბანერი