განახლდა:03:01:34 AM GMT

>>> სტილი სახლი & გარემო ეგზოტიკური სპა
ბანერი

ეგზოტიკური სპა

ელ-ფოსტა ბეჭდვა
წაკითხულია 2273 ჯერ   
ტექსტის ზომა Larger Font Smaller Font

ნებისმიერი ეგზოტიკა დღევანდელ დღეს ფასეულია. ამ სტატიაში მოგახსენებთ ყველაზე საოცარ და ეგზოტიკურ სპა სახეობებზე, რომლებიც შეგხვდებათ რამოდენიმე, დედამიწის სხვადასხვა კუთხეებში.

დავიწყოთ იაპონიიდან - ზუსტად აქ თქვენ შეგიძლიათ გაიკეთოთ ნიღაბი ნამდვილ ოქროსგან. იაპონელი კოსმეტოლოგები ამტკიცებენ, რომ ოქროს ნიღაბი ათეთრებს, აშორებს ნაოჭებს და აძლევს კანს ტონუსს.

როგორ ხდება ეს? სახეზე ხდება ხსნარის წასმა რომელიც შედგება 24 კ. ოქროსგან, გარკვეული დროის შემდეგ ოქრო იწყებს გამყარებას. რათქმაუნდა ეს საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. ოქროს სახის ნიღაბი დაგიჯდებათ 200 $, სხეულზე კი 2000 $.

თუ თქვენ უკვე მოსინჯეთ ოქროს ნიღაბი დროა შეაფასოთ არანაკლებ ეგზოტიკური ალტერნატივა - ფრინველის გუანო; უპირეტესობას ანიჭებენ მერცხალს. ჯერ კიდევ იაპონური გეიშები, რომლებიც ითვლებოდნენ თავის მოვლის ოსტატებათ მერცხლის გუანოში, ხარჯავდნენ უამრავ ფულს. იკეთებდნენ ნიღბებს რომლებიც აძლევდნენ კანს ცნობილ ფაიფურის შეფერილობას. ასეთი პროცედურები თქვენ შეგიძლიათ ჩაიტაროთ იაპონიაში და ჩინეთში, ყველაზე კარგ სალონად ითვლება Dიამონდ Hაწაიი (ჰავაის კუნძულებზ). ადამიანები ვინც ასეთ ნიღბებს იკეთებენ ამბობენ, რომ ვერც კი მიხვდები ამ ნიღბის შემადგენლობას ვერც სუნზე ვერც შემადგენლობაზე, რომ ეს არის ფრინველის გუანო.

არსებობს სპეციალური პროცედურები თმების მოვლისთვის და ამ საკითხში ლიდერობს სალონი Hარი’ს ლონდონში. ისინი თმის სტრუქტურას აუმჯობესებენ შავი ხიზილალით. ამ პროცედურის საფასური შეადგენს 210 $. ამის გარდა ეს სალონი ცნობილია სხვა პროცედურით ”ვიაგრა თმებისთვის”, რომელიც აძლევ ჰოლივუდის ვარსკვლავებიც კი ჩამოდიან ამ პროცედურების გასაკეთებლად.

გადავინაცვლოთ მეხიკოში, სადაც სპა პროცედურებს ჩაგიტარებენ აცტეკების ძველი მეთოდით. კოსმეტოლოგი იკეთებს სქელ ხელთათმანებს და იწყებს თქვენ სხეულზე კაქტუსების დაწყობას. თქვენ სხეულზე გამოდის ეკლოვანი აპლიკაცია, რის შემდეგაც მატულობს სისხლის მიმოქცევა. გარდა ამისა ზემოდან ასხავს აგავას წვენს, რომელიც აძლიერებს სისხლის მიმოქცევის პროცესს. პროცედურების დაწყების წინ დაგალევინებენ ტეკილას.

ახლა გადავინაცვლოთ ინდოეთში. რა შედარებაა კაქტუსების იმასთან რასაც გვათავაზობენ აქ... მასაჟს, რომელსაც აკეთებს 6 გველი. ეს ”სიამოვნება” დაგიჯდებათ 70 $. ბევრი ამბობს, რომ განიცდიან ორგაზმს ასეთი მასაჟების დროს...

ასე რომ არჩევანი თქვენზეა.

 

 

Elen.ge
Share

დააკომენტარეთ




         

უსაფრთხოების კოდი
განახლება

ბანერი