განახლდა:03:01:34 AM GMT

>>> სტილი სახლი & გარემო რა ქონებას ფლობს ბარაკ ობამა
ბანერი

რა ქონებას ფლობს ბარაკ ობამა

ელ-ფოსტა ბეჭდვა
წაკითხულია 1830 ჯერ   
ტექსტის ზომა Larger Font Smaller Font

2008 წლის 4 ნოემბერს ამერიკის პრეზინდენტობის კანდიდატი "დემოკრატიული პარტიიდან" ბარაკ ჰუსეინ ობამა ამერიკის რიგით 44 პრეზიდენტად აირჩიეს. 2009 წლის 20 იანვარს კი ამერიკის ისტორიაში პირველი ფერადკანიანი პრეზიდენტის ინაუგურაცია გაიმართა.

ამერიკის მოქლაქეების დიდ ნაწილს არ ასვენებს კითხვა: სად ცხოვრობდა ობამა და რა ქონების მფლობელია ის? სანამ ცოლთან, მიშელ რობინსონთან და პატარა ქალიშვილთან ერთად თეთრ სახლში გადავიდოდა საცხოვრებლად, ის ქალაქ ჩიკაგოს ერთ-ერთ რაიონში, კენვუდში ცხოვრობდა მისამართზე: 5046 სოუთ გრინვუდის ქუჩა. სახლი, რომელიც ობამამ 2005 წელს 1,65 მილიონ დოლარად შეიძინა, გეორგიანული აღორძინების სტილშია აშენებული.

დადიოდა ხმები, რომ ამ გარიგებაში დეველოპერი ტონი რეზკო მონაწილეობდა, რომელიც ბარაკ ობამას წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი სპონსორი იყო. ყველაზე საინტერესო ამ ისტორიაში ის არის, რომ დეველპერი რეზკო 2008 წლის ივნისში უძრავი ქონების სფეროში ფინანსურ მაქინაციებში დაადანაშაულეს.ამერიკის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, ჩიკაგოს ხელისუფლება იძულებული გახდა, ობამას სახლის წინ ბეტონის ზღუდე აღემართათ. დიდი პოპულარობთ სარგებლობს ობამას სახლი ჯაკარტაშიც, სადაც ის 1970-1972 წლებში ცხოვრობდა. იმ დროს დედამისი ინდონეზიელზე იყო გათხოვილი. ობამას ყოფლი სახლი, დეველპერების შეფასებით, 3 მილიონი აშშ დოლარი ღირს.

Share

დააკომენტარეთ




         

უსაფრთხოების კოდი
განახლება

ბანერი