გაგიჩნდებათ სურვილი გადაუხვიოთ საზოგადოებაში ან ოჯახში არსებულ ტრადიციებს, ძირითად მიმართულებას. თუმცა გადამწყვეტ მოქმედებამდე საქმე არ მივა. წელს დიდ ნახტომს გააკეთებთ სულიერი განვითარების გზაზე. ზოგი რამ უფრო მნიშვნელოვანი გახდება, ზოგი კი დაკარგავს მნიშვნელობას. გადაფასდება ღირებულებები, გაჩნდება ახალი პრიორიტეტები.
გარეგანი აქტიურობა შენელდება, რადგან საკუთარ თავში, მიმართულებაში უნდა გაერკვეთ. გარდატეხის წელია, რომელიც ბევრ ფიქრს გაიძულებთ. მედიტაცია და მშვიდი დასვენება დაგეხმარებათ განტვირთვაში, ეტაპობრივად განსაზღვრავთ ახალ ამოცანებს და პრიორიტეტებს, განახორციელებთ გეგმებს. სწრაფ შედეგებს ვერ მიიღებთ, მაგრამ მომავალში ყველა პერსპექტიული იდეა განხორციელდება. წელს საფუძველს ჩაუყრით მომავალ წარმატებას, თუ იმოქმედებთ მეთოდურად და თანმიმდევრულად. დაისახავთ გლობალურ მიზნებს, რომელთა მიღწევას წლები დასჭირდება. თუმცა წელსვე შეამოწმებთ მათ სისწორეს. პირად ცხოვრებაშ გელოდებათ სტაბილურობა. არსებულ ურთიერთობაში რთულ მომენტებში მიიღებთ საყვარელი ადამიანის მხარდაჭერას.
წლის განმავლობაში მოსალოდნელია მცირე დავა და უთანხმოება, თუმცა კავშირს ის ზიანს არ მოუტანს. გაგიჩნდებათ ბავშვების ყოლის სურვილი. მარტოხელა ადამიანებს ელოდებათ შეხვედრები, რომელიც შესაძლოა სერიოზული გახდეს. წლის დასაწყისში მოსალოდნელია ძველი შეყვარებულის გამოჩენა. გრძნობებისთვის ახალი ძალის მიცემის მიუხედავად, ამ ურთიერთობას პერსპექტივა არ გააჩნია. ვნებები თავბრუს დაგახვევთ, მხოლოდ 2-3 თვე.
გაზაფხულზე რომანტიკული იქნებით, მიიღებთ ბევრ შემოთავაზებას საწინააღმდეგო სქესისგან, ამიტომ არჩევანის შესაძლებლობა გექნებათ. ზაფხული ხელსაყრელი აქტიური მუშაობისთვის, ჩანაფიქრის განხორციელებისთვის. ზაფხულის ბოლოს პირველ პლანზე გადმოვა პირადი ურთიერთობა, ერთობლივი ცხოვრების სურვილი, არამეგობრული ცოლ-ქმარი მიაღწევს ჰარმონიას და გაგებას. შემოდგომაზე გააქტიურდება ფინანსური საკითხები, დაზღვევა, ვალის და ალიმენტის გადახდა. ნოემბერში მოგზაურობა გელოდებათ. დეკემბერში ხელსაყრელია აქტიური მუშაობისთვის, მეტს გამოიმუშავებთ და წინ წაიწევთ კარიერაში.
lady.ge










ყოფილი ამორალი, აღმოჩნდა მეცნიერებათა დოქტორი. 






კომენტარები
თევზი ხარ ციტირება